უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მესის დღეს არგენტინის ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია

AutoSharing Option
"კლარინის" ცნობით, ლეო მესის დღეს კატარში არგენტინის ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია.

მესიმ ანხელ დი მარიასთან, ლეანდრო პარედესთან, ნიკოლას ოტამენდისთან, ლისანდრო მარტინესთან, ხუან ფოიტთან და როდრიგო დე პაულთან ერთად სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა.

გამოცემა იტყობინება, რომ მესის არავითარი ფიზიკური პრობლემა არ აქვს.

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს 22 ნოემბერს საუდის არაბეთთან გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ