"კატარში ეს კატასტროფაა, სრული ჯოჯოხეთია" - მუნდიალამდე 1 დღით ადრე ინგლისელი გულშემატკივარი მძიმე ამბავს ჰყვება

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა ერთ-ერთი ინგლისელი გულშემატკივარი ჩაწერა, რომელიც ჰყვება, რა საშინელი პირობებია კატარში ჩასული გულშემატკივრებისთვის შექმნილი.

"კატარში ფან-ზონები და ფან-სოფლები ჯოჯოხეთია. ბინაში კონდიციონერი ძლივს მუშაობს და გამანადგურებელი თვითმფრინავის მსგავსი ხმა აქვს. 

იმ შემთხვევაში, თუნდაც კონდიციონერი მთელი დღე ჩართული იყოს, ტემპერატურა 27 გრადუსზე დაბლა არ დაეცემა. ღამით მისი ჩართვა კი შეუძლებელია, რადგან ძალიან ხმაურიანია.

საწოლები? - ისინი ქვასავითაა. შეიძლება, იატაკზეც დაიძინოთ... არასდროს ვყოფილვარ ასეთ არასასიამოვნო ადგილას, 10 დღეა აქ ვარ და სრული კოშმარია!

შესაძლოა, 1-2 დღე აქ კარგი იყოს,
მაგრამ თუ უფრო დიდხანს გაჩერდებით, ნამდვილი საშინელებაა", - ამბობს გულშემატკივარი.

მსოფლიო ჩემპიონატზე კატარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება. 2022 წლის მუნდიალი ისტორიაში პირველია, რომელიც ზამთრის თვეებში ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი ხვალ, 20 ნოემბერს, კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 16 /
შედით ინტერნეტში და ნახეთ რა სტადიონებია. ევროპის ბევრ ქვეყანას რომ არ დაესიზმრება.
ზაქრო
22 ნოემბერი 2022 04:29
2
რა ზღაპრებს ყვებით. დღეს მაქსიმალური ტემპერატურა იყო 27 გრადუსი, ღამის მინიმალური ტემპერატურა კი 21 გრადუსი. სტადიონები სავსეა. ინფრასტრუქტურა ბრწყინვალე.
სამართალი
22 ნოემბერი 2022 04:21
3
ფეხბურთის სამყაროში ვერ ვერკვევი მაგრამ რაო??? ჯოჯოხეთიაო??? ორ კვირიანი სამუშაო ვიზიტით ვიყავი დოჰაში და წამოსვლა არ მინდოდა.არ მითხრათ მარტო ტურისტული ადგილები ნახე ალბათო.მოვიარე ყველაფერი.ცხოველების ბაზრობაზე წყვილი გავიცანი და საკუთარი მანქანით მომატარეს ტურისტული ადგილებიც,სისუფთავე,თავაზიანი ხალხი და ყველა ისეთი მდიდარია საკუთარი კუნძულები აქვს ხალხს.ვის რათ უნდოდა ევროპის უკულტურო შიშველი გადარეული გულშემატკივარი იქ.ან მაგათი დახარჯული ფული.მაგ ევროპელები მაღაზიაში ხურდას 2 თეთრსაც ელოდებიან და დოჰაში რესტორანმა საუკეთესო ღვინო უფასოდ გაგვიხსნა.არ ვიყავით "ელიტარული" საზოგადოების წარმომადგენლები.უბრალოდ ადამიანურად გვცეს პატივი.უადგილო მგონია ამ ვიღაც ევროპელის შენიშვნა.იოცნებოთ ყატარის სიმაღლემდე ასვლაზე.
ნინო
21 ნოემბერი 2022 23:44
5
ამ მუნდიალის მასპინძლობის უფლების ყიდვით ყატარმა სრულიად საფეხბურთო სამყაროს თავზე ხომ მოისაქმა და დაწყებამდე ორი დღით ადრე ლუდის გაყიდვაც აკრძალა სტადიონებზე... ახია ევროპაზე, იმის ნაცვლად, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინათ, ორი კვირით ადრე ჩაგრიხინდნენ უდაბნოში და ახლა წუწუნებენ პირობებზე... კარგი იქნება, თუ ყატარელი შეიხები მაგ გულშემატკივრებს მონებად დაიტოვებენ და შემდეგ მუნდიალამდე თავის ურიცხვ ბოსელებში ამუშავებენ აქლემების მომვლელებად....
დდდ
20 ნოემბერი 2022 15:36
7
ჯერ მისცეს ყატარს ჩემპიონატი,ამაში ვიღაც უსინდისოებმა დიდი ფული აიღეს და პარალელურად თითქმის იგივე ხალხი დგას და აშავებს ყატარს,ასეა ეს ჩემი შეხედულებით, უფლებები ყველგან ირღვეოდა ირღვევა და დაირღვევა სამწუხაროდ
ლაშა
20 ნოემბერი 2022 13:05
5
შემდეგი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ამბობენ ჩრდილო პოლუსზე ჩატარდებაო. არ გჯერათ?- მალე დაიჯერებთ!
პლეხანოვზე გაზრდილი
19 ნოემბერი 2022 16:18
8
nu mazgachob suren
კუ კობსონი
20 ნოემბერი 2022 14:23
3
ყატარმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშა რუსეთში,რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარებულიყო.სამაგიეროდ მიიღო ის რაც უნდოდა.ასე ყიდულობდა პუტინი ხმებს და ჩინოვნიკებს.ასე იყიდეს ორი უეფას თასი,სოჭის ოლიმპიადა.უგორეს კოჭი მექრთამე ევროპელმა ჩინოვნიკებმა და სადაც მივედით ამ კოჭის გორებით ყველა ვხედავთ.
ენძო
19 ნოემბერი 2022 15:38
16
გერმანიამ რომ იყიდა ის ანგარიშში არ შედის ?
კახა !
21 ნოემბერი 2022 14:40
2
პუტინი რომ არ გყავდეთ რა გეშველებოდათ?ვის დააბრალებდით?ალბად ივანიშვილს
მმმმმ
20 ნოემბერი 2022 00:34
41
ვის მოაფიქრდა აქ ჩემპიონატის ჩატარება? :D
Qarxnuli-Fexburti
19 ნოემბერი 2022 14:58
2
ფული ჯოჯოხეთს ანათებს
გიორგი
19 ნოემბერი 2022 16:06
2
10 დღით ადრე რა უნდოდა, დასასვენებლად წავიდა? ხოსტელში იაფად და თან სამეფო აპარტამენტი მომინდომა. 1/4 ფინალამდე გაუძლოს როგორმე და ბილეთები შეუკვეთოს 9-10 იანვარზე.
G.LA
19 ნოემბერი 2022 14:07
14
ისე ცნობისთვის მსოფლიო რომ ჩაატარო 12 თანამედროვე სტადიონია საჭირო და ჩვენთან რომ ჩატარდეს ყატარის მსგავსი სიცხე და კონდიციონერის ხმა კი არ შეაწუხებდა სტუმრებს, მაგრამ სხვა ყველაფერთან მიმართებით კი დიდ განსხვავებას ვერ ნახავდნენ ევროპელები აქ.
ლაშა
19 ნოემბერი 2022 13:36
26
განსხვავებაში ინფრასტრუქტურის არქონას ვგულისხმობ მეგობარო ჩვენთან, თორემ ნავთობით მდიდარი რომაა ყატარი ეგ ვიცით. ჩვენთან ყოველთვის ინფრასტრუქტურული პროექტების პრობლემაა ხარისხის მხრივ...
ლაშა
19 ნოემბერი 2022 16:53
4
საუბარია ნავთობის ქვეყანაზე, რომელსაც მშპ ერთ სულზე 100 000 $ ზე მეტი აქვს. (ჩვენ 7000$) და 12 !!!!!! წელი ემზადებოდა ამ დღისთვის. გეიგე განსხვავებაი?
ნუგზარი
19 ნოემბერი 2022 16:40
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული