"ხალხს დაავიწყდა რა შეუძლია მას, ვფიქრობ, ბომბარდირი გახდება" - კასილასი

AutoSharing Option
იკერ კასილასმა განაცხადა, რომ სჯერა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კრიშტიანო რონალდო გაიბრწყინებს.

- ვინ გახდება ბომბარდირი?
- პასუხის გაცემა რთულია. ადრე ვთქვი, რომ ბენზემა გახდებოდა, თუმცა ტრავმა... ახლა აზრად ნეიმარი მომდის, მესი ან რონალდო. ხალხს გონია, რომ კრიშტიანო კატარში იმიტომ ჩავიდა, რომ ჯგუფში ჩარჩეს, დაავიწყდათ რას აკეთებდა ადრე "იუნაიტედში" (სავარაუდოდ საწყისი პერიოდი იგულისხმა).

- თქვენ გჯერად მისი?
- დიახ, როდესაც ხალხი რონალდოზე საუბრობს ავიწყდებათ თუ რას მიაღწია. მას ყველაფერი ახსოვს. ნებისმიერ შემთხვევაში მინდა, რომ რომელიმე გუნდში ვნახო. კრიშტიანოს უმაღლეს დონეზე თამაში ჯერ
კიდევ შეუძლია.

შეგახსენებთ, მუნდიალი დღეს, 20:00 საათზე კატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნება, პორტუგალია კი H ჯგუფში სამხრეთ კორეასთან, ურუგვაისთან და განასთან მოხვდა, ამ უკანასკნელთან გამართავს პირველი ტურის მატჩსაც, რომელიც 24 ნოემბერს 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული