მსოფლიოს ჩემპიონატი მასპინძლის მარცხით გაიხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი კატარი ეკვადორთან 0:2 დამარცხდა.

მუნდიალების ისტორიაში აქამდე მასპინძელი გუნდი გახსნით მატჩში არასოდეს დამარცხებულა, შეხვედრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარელებმა სამხრეთამერიკული გუნდის ფეხბურთელები მოისყიდეს, 1:0-ს მოიგებდნენ და გოლს მეორე ტაიმში გაიტანდნენ, რაც სიმართლე არ გამოდგა.

სტუმრები აშკარად სჯაბნიდენ მეტოქეს, პირველ ტაიმში ვალენსიას დუბლით დაწინაურდნენ (ერთი გოლი საეჭვო თამაშგარეს გამო გაუუქმეს), შესვენების შემდეგ თამაში დააწყნარეს და მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

ამავე A ჯგუფში სენეგალი ნიდერლანდებს 21 ნოემბერს დაუპირისპირდება.

ალ ჰორი. „ალ ბაითი“. 57 732 მაყურებელი
კატარი -
ეკვადორი 0:2

გოლები: 0:1 ვალენსია (16, პენ), 0:2 ვალენსია (32)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ესპანეთი ინგლისი გერმანია საფრანგეთი ეს ოთხი გამორიცხული მგონია ჩემპიონი გახდეს ჩემი აზრია ეს მიუხედავად იმისა რომ ინგლისის ფანი ვარ ბავშვობიდან
3
ყატარელებმა ალბათ ბევრი არ შესთავაზეს 8 ეკვადორელს და იმიტომ ვერ ჩააწყვეს თამაში, არადა ქართველები არჩევნებზე 5 კილო კარტოფილზე და ხახვზე იკერებიან.
დააT
00:39 21-11-2022
32
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული