მსოფლიოს ჩემპიონატი მასპინძლის მარცხით გაიხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი კატარი ეკვადორთან 0:2 დამარცხდა.

მუნდიალების ისტორიაში აქამდე მასპინძელი გუნდი გახსნით მატჩში არასოდეს დამარცხებულა, შეხვედრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარელებმა სამხრეთამერიკული გუნდის ფეხბურთელები მოისყიდეს, 1:0-ს მოიგებდნენ და გოლს მეორე ტაიმში გაიტანდნენ, რაც სიმართლე არ გამოდგა.

სტუმრები აშკარად სჯაბნიდენ მეტოქეს, პირველ ტაიმში ვალენსიას დუბლით დაწინაურდნენ (ერთი გოლი საეჭვო თამაშგარეს გამო გაუუქმეს), შესვენების შემდეგ თამაში დააწყნარეს და მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

ამავე A ჯგუფში სენეგალი ნიდერლანდებს 21 ნოემბერს დაუპირისპირდება.

ალ ჰორი. „ალ ბაითი“. 57 732 მაყურებელი
კატარი -
ეკვადორი 0:2

გოლები: 0:1 ვალენსია (16, პენ), 0:2 ვალენსია (32)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ესპანეთი ინგლისი გერმანია საფრანგეთი ეს ოთხი გამორიცხული მგონია ჩემპიონი გახდეს ჩემი აზრია ეს მიუხედავად იმისა რომ ინგლისის ფანი ვარ ბავშვობიდან
289
21 ნოემბერი 2022 00:57
3
ყატარელებმა ალბათ ბევრი არ შესთავაზეს 8 ეკვადორელს და იმიტომ ვერ ჩააწყვეს თამაში, არადა ქართველები არჩევნებზე 5 კილო კარტოფილზე და ხახვზე იკერებიან.
დააT
21 ნოემბერი 2022 00:39
32
ჯერ ესერთი ხახვი არ იყო და კართოფილი 20 კილო იყო, მემგონი არის თვალშისაცემი სხვაობა
დაზნტივი
21 ნოემბერი 2022 08:32
2
როგორ გეჯავრებათ ზოგს საკუთარი სამშობლო.
დააT-ს
21 ნოემბერი 2022 07:04
3
სამხრეთ აფრიკა ჩარჩა 201-ში.
ტტტ
20 ნოემბერი 2022 22:48
1
ჩარჩა, მარა გახსნითი არ წაუგია. 1-1 ითამაშა
Irakli Apkhaidze
21 ნოემბერი 2022 00:16
0
ზეიმი არ შედგა. სრული კრახი… - კულტურის და სიყვარულის ნაკლებობას როცა განიცდი, შედეგზე საუბარი ზედმეტია… ტაიმის შემდეგ, სტადიონი დაიცალა და მხოლოდ ეკვადორი გულშემატკივარი დარჩა, მცირერიცხოვან მასპინძელთან ერთად… ბრავო ფეხბურთის მამებო!!!
ირაკლი
20 ნოემბერი 2022 22:47
1
ეკვადორმა 7.4 მილიონი უკან შეაყარა სახეში ყატარელებს და 0:1 დან თამაში შემოუტრიალა. იმ ჟურნალისტების სახელი ზოგან დაიმახსოვრეს და სამსახურშიც ელიან ხმაურიანი სტატიებით.
G.LA
20 ნოემბერი 2022 22:47
0
ჯერ არ დაფიქსირებულა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მასპინძელი ვერ გასულიყოს ჯგუფიდან...
ლაშა
20 ნოემბერი 2022 22:12
15
მართალია, მაშონ მეორე შემთხვევა იქნება დიდი ალბათობით...
ლაშა
20 ნოემბერი 2022 23:10
0
ვინ გითხრა? 2010-ში ჩარჩა სამხრეთ აფრიკა.
რრრ
20 ნოემბერი 2022 22:25
0

სიახლეები პოპულარული