უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ნიდერლანდებმა მეკარის შეცდომებით ისარგებლა და სენეგალი დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, A ჯგუფში, ნიდერლანდების ნაკრებმა სენეგალს 2:0 სძლია.

მატჩი დაძაბულად და თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. სენეგალი მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა და ნიდერლანდელთა გუნდის მწვრთნელმა ვან გაალმა შეტევის გასაძლიერებლად 63-ე წუთზე შეცვლაზე დეპაი შეუშვა, რომელსაც ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. თითქოს ფრე გარდაუვალი იყო, მაგრამ აფრიკული გუნდის მეკარე მენდის დაშვებული შეცდომებით გაკპომ და კლასენმა ისარგებლეს და თავიანთ გუნდს გამარჯვება მოუპოვეს.

მას შემდეგ, რაც ვან გაალი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა, ნიდერლანდები დაუმარცხებელია - 16 მატჩიდან 12 მოგება და 4 ფრე.

ამ
ჯგუფში 3-3 ქულით ლიდერები ეკვადორი და ნიდერლანდები არიან. 25 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება: სენეგალი კატარს, ნიდერლანდები კი ეკვადორს დაუპირისპირდება.

დოჰა, „ალ ტუმამა“. 41 721 მაყურებელი

სენეგალი - ნიდერლანდები 0:2
გოლები: გაკპო (85), 0:2 კლასენი (90+9)