"როდესაც სტადიონზე ცისარტყელა მაისურით მივედი, რომელიც LGBT თემის მხარდასაჭერად მეცვა, დაცვამ 25 წუთით დამაპატიმრა. მათ სტადიონზე შესვლაზე უარი მითხრეს და მაისურის შეცვლა მთხოვეს.
ამის შესახებ Twitter-ზე დავწერე, 1 წუთის შემდეგ კი დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა.
თითქმის ნახევარი საათი გავიდა. მათ ტელეფონის დაბრუნებაზე უარი მითხრეს და ამბობდნენ, რომ
კიდევ ერთხელ მთხოვეს, რომ ის შემეცვალა, რაზეც უარით ვუპასუხე. New York Times-ის რეპორტიორმა ენდრიუ დიასმა, რომელიც ჩემი მეგობარია, ამ ამბავს თვალი მოჰკრა და როდესაც მას ყველაფერი მოვუყევი, ისიც დააპატიმრეს.
საბოლოოდ, დაცვამ მაიძულა ადგომა და შემობრუნება უსაფრთხოების კამერისკენ. ერთ-ერთმა მცველმა მკითხა: "დიდი ბრიტანეთიდან ხარ?" მე ვუპასუხე: "ნიუ-იორკიდან". ამ ყველაფერმა დაიწყო ჩემი გაღიზიანება.
ენდი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც დაცვის უფროსი მომიახლოვა და თქვა, რომ საშუალება მქონდა წავსულიყავი და პატიება მეთხოვა.
ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მითხრა, რომ ისინი უბრალოდ ცდილობდნენ ჩემ დაცვას შიგნით მყოფი გულშემატკივრებისგან, რომლებსაც მაისურის ჩაცმის გამო შეიძლება ჩემთვის რაიმე დაეშავებინათ. მოგვიანებით, ფიფას წარმომადგენელმა ბოდიში მომიხადა", - წერს უოლი.