ესპანეთმა კოსტა-რიკა არ დაინდო და გერმანიასთან დიდი ბრძოლა ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, ესპანეთმა კოსტა-რიკა 7:0 გაანადგურა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო, რაც ანგარიშში პირველივე ტაიმში აისახა - 3:0 და მეორე ტაიმი გამარჯვების ნოტარიულად გაფორმებადღა იქცა. საბოლოოდ ლუის ენრიკეს გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია გავის ულამაზესი გოლი - ის ესპანეთის ნაკრებში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

ამ ჯგუფში მეორე ტური 27 ნოემბერს ჩატარდება: „ფურია როხა“ დღეს დამარცხებულ გერმანიას შეხვდება და დიდი ბრძოლა გაიმართება. იმავე დღეს ერთმანეთს აგრეთვე იაპონია და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

დოჰა. „ალ ტუმამა“. 40
013 მაყურებელი

ესპანეთი - კოსტა-რიკა 7:0
გოლები: 1:0 დანი ოლმო (11), 2:0 ასენსიო (21), 3:0 ფერან ტორესი (31, პენ), 4:0 ფერან ტორესი (54), 5:0 გავი (75), 6:0 სოლერი (90), 7:0 მორატა (90+2)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ცოსტა-რიკა ესპანეთის დონის საზომად შეიძლება არ არის იდეალური მაგალითი , თუმცა ესპანეთმა მართლაც რომ ულამაზესი ფეხბურთი ითამაშა . ბრავო ენრიკეს და ყველა ესპანელ ფეხბურთელს , რომლებმაც უდიდესი მოტივაციით ითამაშეს მთელი შეხვედრა და დააფასეს სტადიონზე მისული მაყურებელი და გაახსენეს დანარჩენ მონაწილეებს , რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მხოლოდ ცხრილის ყურება არ მოიტანს შედეგს , ცოტა შოუს ელემენტებიც საჭიროა. იმედია იმავე შემართებით მიწასთან გაასწორებთ მეორად გერმანულ მანქანას , რომელიც არაგერმანული ნაწილებით არის აწყობილი და იმიტომაც დარახრახებს.
ATP 16
22:14 23-11-2022
0
ვივა ესპანია!
Lasha
22:05 23-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული