იაპონელმა ფანებმა გერმანიასთან მატჩის შემდეგ სტადიონის ტრიბუნები დაასუფთავეს

AutoSharing Option
იაპონიის ნაკრებმა 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში სენსაციურად გერმანიის ნაკრებს 2:1 სძლია და გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს არც მათი გულშემატკივრები ჩამორჩნენ.

იაპონელ ფანებს შეხვედრამდე სპეციალურად ჰქონდათ მიტანილი ლურჯი პარკები, რაშიც მათი დაგროვილი ნაგავი ჩაყარეს და სტადიონის ტრიბუნები დაასუფთავეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საქციელით იაპონელებმა თავი 2018 წელს, რუსეთში გამართული მუნდიალის დროსაც გამოიჩინეს.

altდაისჯება თუ არა გერმანია - იაპონიასთან მომხდარ მატჩისწინა ქმედებაზე ფიფას გადაწყვეტილება ცნობილია

altამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა მუნდიალზე გერმანიას მზე დაუბნელა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეა. იაპონიაში როგორც სახლში, ისე გარეთ ოთახივით დალაგებული ადგილებია. საქართველოში კი ბუნებაშიც კი ნახავთ ნაგავს.
ლაშა
13:44 24-11-2022
0
ხრიოკ, ვულკანურ კლდეებზე ცხოვრობენ, არანაირი რესურსები ამათ არ აქვთ, ავეჯის სამყოფი ხის მასალაც კი არ აქვთ. სამაგიეროდ აქვთ უზომო შრომისმოყვარეობა, საუკეთესო განათლება და საკუთარი ისტორიის და ტრადიციების სიყვარული
ლუკა
13:04 24-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული