უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ურუგვაიმ მოლოდინი ვერ გაამართლა - კიმი ტრავმას გადაურჩა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, H ჯგუფში, ურუგვაიმ და სამხრეთ კორეამ ქულები გაიყვეს - 0:0.

პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას კორეელები ფლობდნენ, ყველაზე სახიფათო მომენტი კი ურუგვაელებმა შექმნეს, როდესაც გოდინის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შესვენების შემდეგ აზიური გუნდის მცველი კიმი დაშავდა, თუმცა მოედანზე დაბრუნება შეძლო. თამაში კი ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ბოლოს ვალვერდემაც ბურთი ძელს გაარტყა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

მოკლედ, ურუგვაიმ ისევ ვერ გაამართლა მოლოდინი.

ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს პორტუგალია და განა დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი, “სიტი სტადიუმი“. 41 663 მაყურებელი
ურუგვაი
- სამხრეთი კორეა 0:0


ასევე დაგაინტერესებთ