ბრაზილიამ სერბეთი წალეკა და საჩემპიონო ფეხბურთი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იქნა - მუნდიალზე დიდი ფეხბურთი ვნახეთ

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ბრაზილიამ სერბეთი 2:0 დაამარცხა.

მუნდიალის მარადმა ფავორიტმა „სელესაომ“, რომელმაც ბოლოს ტურნირზე 20 წლის წინ იმარჯვა, სლავებს დებიუტიდანვე შეუტია და კუთხურიდან ნეიმარის ჩახვეული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. სამხრეთამერიკელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სლავები თავს უნარიანად იცავდნენ. 28-ე წუთზე ტიაგო სილვამ ვინისიუსი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა და ეს უკანასკნელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. შემდეგ რაფინიამ ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების მერე „პენტაკამპეონები“ შტურმზე გადავიდნენ. რაფინიამ
ორი მომენტი გაანიავა, ალექს სანდრომ შორიდან ძელს გაარტყა ბურთი, 62-ე წუთზე კი რიშარლისონმა ჩინებული კომბინაცია დააგვირგვინა. სერბები იძულებული გახდნენ იერიშებზე გადასულიყვნენ. თამაში გაიხსნა და რიშარლისონმა ულამაზესი „მაკრატელათი“ დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში კაზემიროს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და ტიტეს შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

G ჯგუფში მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება: ბრაზილია შვეიცარიას, ხოლო სერბეთი კამერუნს დაუპირისპირდება.

ლუსაილი, „აიკონიკი“. 88 103 მაყურებელი
ბრაზილია - სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 რიშარლისონი (62), 2:0 რიშარლისონი (73)

მკითხველის კომენტარები / 23 /
ესპანეთმა 7 გოლი გაიტანა, ინგლისმა 6 გოლი, საფრანგეთმა 4, მაგრამ ეს არაფერია 2 გოლია წალეკვა და საჩემპიონო თამაში!? ცნობისათვის 2 წლის წინ უკრაინამ სერბეთი 5-0 დაამარცხა მაგრამ არავის უფიქრია რომ ის მსოფლიო ჩემპიონობას იმსახურებდა. ბრაზილია მაგარი გუნდია ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ასე გადაჭარბებულად და არაობიექტურად არ უნდა შეფასდეს.
გიორგი
25 ნოემბერი 2022 10:17
6
თამაშით მართლა წალეკა და არ მგონია, რომელიმე გუნდმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ჩემპიონატზე. ისე კომენტებში კვარა, ოსიმენი ან ნაპოლი რომ არ ჩააკვეტოთ არაა? უკვე კომიკურია,როდესაც გახურებული მსოფლიო ჩემპიონათი მიმდინარეობს და ისეთ სანახაობრივ ფეხბურთს ვუყურებთ აშშ-ს,კანადის,აუსტრალიის,იაპონიის,საუდის არაბეთის, რომ არაფერი ვთქვათ ესპანეთის,საფრანგეთის და ინგლისის შესრულებით, იტალიის ნაკრების,ნაპოლის და კვარას ან ოსიმენის ქება- დიდება.
ააა
25 ნოემბერი 2022 10:16
2
ბრაზილია ან საფრანგეთი - სხვა ვერცერთმა ნაკრებმა ვერ აჩვენა დონე. ვფიქრობ ამ ორიდან იქნება ჩემპიონი!!!!!!!!!!!!
zaza
25 ნოემბერი 2022 10:13
2
ბრაზილიას გამომცდელი არ უვარგოდა.საშინლად მოთამაშე სერბების დამარცხება ჯერ-ჯერობით არაფერს ნიშნავს 3 ქულის გარდა.ესპანეთი და საფრანგეთი არის ის ბარიერი რომლის გადალახვას ბრაზილიის ნაკრები ვერ შეძლებს.
ენძო
25 ნოემბერი 2022 08:29
4
ბრაზილიის გულშემატკივარი ხარ აშკარად სტატიის გამომქვეყნებელო.)))) წალეკვა, სახეზე გადავლა და ცალკარა, შორს რომ არ წახვიდე აგერ ესპანეთმა შემოგვთავაზა კოსტარიკასთან გამანადგურებელი ანგარიშით 7:0 ))))
ინკო
25 ნოემბერი 2022 07:24
4
ყველაზე ლამაზი გოლი ამ ჩემპიომატზე გატანილია, მაგარი სიამოვნება მივიღე ამ თამაშით, ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს ბრაზილია. ამართლებს N1ფავირიტობას.
დავით 67
25 ნოემბერი 2022 06:04
0
2:0 წალეკვაა? არა მგონია.
ბადრი
25 ნოემბერი 2022 03:01
19
მე პირადად პირველ ტაიმზე დამეძინა. რა წალეკა?!
კირკიტა
25 ნოემბერი 2022 10:37
5
ბადრი შენ ხარ ნაციონალი, თქვენთვის წალეკვა რაა 7 ნოემბერი???!!!!
ნიკოლოზ მჟავანაძე
25 ნოემბერი 2022 06:25
2
ყველა გამოხმაურება
დღეს კარგად კი ითამაშა ბრაზილიამ მაგრამ რა ვიცი რა ვიცი,არამგონია საჩემპიონო გუნდი იყოს.ჩემი პირადი აზრია.
ეჰჰ
25 ნოემბერი 2022 02:23
17
ძლივს არ ვნახე ხვიჩაზე მორგებული თამაში. ის თამაში რის გამოც ფეხბურთი უყვართ მილიონებს. პასები წინ, გარღვევები ფლანგებიდან, გრიგალისებური აფეთქებები და შეტევები დაცვიდან დაწყებული, დარტყმები და შესანიშნავი გოლები. მგონი ბრუნდება 70იანი წლების ბრაზილიური ფეხბურთი და არა ის რომ, 400-500 ს პასს რო გააკეთებ უკან და, ერთი-ორჯერ რომ დაატყამ კარისკენ.
მალხაზ ჯობავა
25 ნოემბერი 2022 01:22
0
ამ ბრაზილიას ვერავინ მოუგებს ისევ თვითონ თუ არ შეუქმნეს თავს პრობლემები. როგორი და რამდენი შემტევი ყავს...
მინდია
25 ნოემბერი 2022 01:02
5

სიახლეები პოპულარული