ბრაზილიამ სერბეთი წალეკა და საჩემპიონო ფეხბურთი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იქნა - მუნდიალზე დიდი ფეხბურთი ვნახეთ

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის დასკვნით მატჩში ბრაზილიამ სერბეთი 2:0 დაამარცხა.

მუნდიალის მარადმა ფავორიტმა „სელესაომ“, რომელმაც ბოლოს ტურნირზე 20 წლის წინ იმარჯვა, სლავებს დებიუტიდანვე შეუტია და კუთხურიდან ნეიმარის ჩახვეული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. სამხრეთამერიკელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სლავები თავს უნარიანად იცავდნენ. 28-ე წუთზე ტიაგო სილვამ ვინისიუსი გოლკიპერთან პირისპირ გაიყვანა და ეს უკანასკნელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. შემდეგ რაფინიამ ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების მერე „პენტაკამპეონები“ შტურმზე გადავიდნენ. რაფინიამ
ორი მომენტი გაანიავა, ალექს სანდრომ შორიდან ძელს გაარტყა ბურთი, 62-ე წუთზე კი რიშარლისონმა ჩინებული კომბინაცია დააგვირგვინა. სერბები იძულებული გახდნენ იერიშებზე გადასულიყვნენ. თამაში გაიხსნა და რიშარლისონმა ულამაზესი „მაკრატელათი“ დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში კაზემიროს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა და ტიტეს შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

G ჯგუფში მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება: ბრაზილია შვეიცარიას, ხოლო სერბეთი კამერუნს დაუპირისპირდება.

ლუსაილი, „აიკონიკი“. 88 103 მაყურებელი
ბრაზილია - სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 რიშარლისონი (62), 2:0 რიშარლისონი (73)

მკითხველის კომენტარები / 23 /
ბრაზილიაც ფავორიტია და თამაშით დაამტკიცა. მართლაც წალეკა სერბეთი და ეს ანგარიში არ ასახავს იმას რაც ბრაზილიელების შემტევი ფეხბურთი იყო. ლამაზი ფეხბურთი იყო და მართლა ვისიამოვნე. სერბეთზე მეტი წარმოდგენა მქონდა, თუმცა ასეთი შეტევების შტორმს შეჩერება უნდოდა, რაც ნაწილობრივ მოახერხეს და გამანადგურებელი ანგარიში არ დაფიქსირდა.
G.LA
25 ნოემბერი 2022 12:51
0
თამაშით ისე გააპარტახეს სერბეთის ნაკრები წალეკვა ცოტაა. ესეთი უსუსური გუნდი მარტო კოსტა რიკა ვნახე. ისეკი ამ პატარა რუსებს რაუნდათ მსოფლიოზე? ტერორისტების მეგობრები არიან ესენი.
321
25 ნოემბერი 2022 12:37
0
1li arxis komentatorma:serbets win ori pantazista yavt tadichi da mitrovichio:)))mittovichis pantaxustoba ravi sad naxa
L.J .
25 ნოემბერი 2022 12:36
0
სერბეთს აქ რაუნდა? ამათზე მაგარები მაინც არვართ? როგორა ხვდებიან ეს ფუფლუ გუნდები გაოცდები.
123
25 ნოემბერი 2022 12:31
4
ბრაზილიაც ფავორიტია... როგორც ყოველთვის!!!
tngh
25 ნოემბერი 2022 12:15
0
წალეკვა ესპანეთი-პარაგვაი იყო. ბრაზილია სულ ეგრე თამაშობს და თუ კომენტატორი გადამეტებულად გულშემატკივრობს, ეგ წალეკვას არ ნიშნავს
:)))))))))))
25 ნოემბერი 2022 11:54
4
შე მართლა ენძო)))) ესპანეთს და საფრანგეთს უვარგოდა გამომცდელი?))) აზრზე არ ხარ რა
zaza
25 ნოემბერი 2022 11:42
0
წალეკა? - Еще не вечер...
ლაშა
25 ნოემბერი 2022 11:19
8
მიუხედავად სწრაფი, ტექნიკური, პრაგმატული, კომბინაციური და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთისა, ბრაზილიისთვის სერბეთი არ არის საზომი. კი, სერბეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ ძლიერი ნახევარდაცვით, რომლებიც ბურთს გააკონტროლებდა, არ გამოირჩევა განსხვავებით ესპანეთისა...
ლაშა
25 ნოემბერი 2022 11:16
4
შეიძლება ბრაზილიის ნაკრებს არ ქომაგობდე მაგრამ ფეხბირთი ხომ იმისთვის გვიყვარს რომ შეტევა შეტევაზე იყოს? თუნდაც კვარაცხელიათი რატოა გაგიჟებული ყველა და განსაკუთრები ქვეყნის გარეთ? იმიტომ რომ ესაა დრიბლინგი კრეატივთან ერთად რასაც ძალიან ცოტა აკეთებს თანამედროვე ბეხბურთში ბევრი მიზეზის გამო...
მემგონი გუშინ ყველა ნეიტრალურმა გულშემატკივარმაც კი მიიღო სიამოვნება ამ თამაშით.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონობას ძალიან დალაგებული და გამართული ბეხბურთის ნაკრებია ბრაზილია თუმცა ამათ ახასიათებთ რომ თავი თავს თვითონვე "გაუჩალიჩონ" !
Kaka
25 ნოემბერი 2022 10:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული