ნადირობა ნეიმარზე - რამდენად მძიმედ დაშავდა ბრაზილიელი?

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთთან მოგებულ მატჩში (2:0) ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი 9-ჯერ წააქციეს, ყველაზე მეტჯერ პირველ ტურში და მე-80 წუთზე ნიკოლა მილენკოვიჩის ვარდნის შემდეგ ტრავმირებულს მოედნის დატოვება მოუწია.

სათადარიგოთა სკამზე მას გასიებულ კოჭ-წვივზე ყინული დაადეს, სახეზე მაისური აიფარა და სავარაუდოდ, ტიროდა.

"კოჭ-წვივზე მყესები აქვს დაჭიმული. ჯერ სრული გამოკვლევისთვის დრო არ გვქონდა, მაგრამ ფეხი უკვე ცოტა შესიებული აქვს. ერთი დღე მოცდა და რეაქციის ნახვაა საჭირო.

მოთმინება და სიმშვიდეა აუცილებელი. ადრეა იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა ტურნირზე თამაშს. ვნახოთ, რამდენიმე საათის შემდეგ როგორ
მდგომარეობაში ექნება ფეხი", - განაცხადა ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მსგავსი ფეხბურთელები უნდა დაიცვას ფიფამ და უეფამ. გაცილებით უნდა გამკაცრდეს სასჯელები
მინდია
25 ნოემბერი 2022 04:07
1
აუცილებლად, პირდაპი წითელი ბარათი !
ALONZO
25 ნოემბერი 2022 09:42
0
მსგავსმა ფეხბურთელებმა თვითონ უნდა დაიცვან თავი პირველ რიგში. მე მთელი თამაში თავში მიტრიალებდა ეს აზრი,ეხლა იმიტომ არ ვწერ რომ მოხდა ფაქტი. ბრაზილია იმდენად კარგ ფეხბურთს თამაშობდა და ყველას ფავორიტად მიაჩნია,რომ ვფიქრობდი ბრაზილია ჩემპიონია თუ.... აი აი ეს თუ რამოდენიმეა და ერთ-ერთი მთავარი ნეიმარია. თუ ნეიმარი ტრავმას გადაურჩება,ეს აზრი მისი გუშინდელი თამაშის შემდეგ გამიჩნდა,იყო რამოდენიმე მომენტი როცა შეეძლო უფრო ადრე გაეცა ბურთი ვიდრე მან ეს გააკეთა, განსაკუთრებით როდესაც ეთამაშები ნაკრებს რომელსაც მსოფლიოში ათლეტურობით არც თუ ისე ბევრი გუნდი სჯობს.ბრაზილიელებს ეს სისხლში აქვთ,ქართველებივით, უჭირთ ბურთთან განშორება, სამწუხაროა მაგრამ 2000-იანი წლების შემდეგ ძალიან შეიცვალა ფეხბურთი,ჩემი აზრით ნაკლებ სანახაობრივი და უფრო მეტად პრაგმატული გახდა,მოიმატა სისწრაფეებმა,როგორც ფიზიკურმა, ასევე აზროვნებამ,სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო. მაგალითად შვეიცარია ნაკლებად ხისტი გუნდია ვიდრე სერბეთი და მეტი "თამაშის" საშუალება ექნება ბრაზილიას,რაც შეეხება სერბეთთან მატჩს,არ უნდა გაგიკვირდეს 2-3 სერბ მცველში რომ შევარდები,მინიმუმ ფეხში თუ ვინმე მოგარტყამს.
რაც შეეხება მეორე მთავარ თუს, სათამაშო დისციპლინა,ზოგადად სამხრეთული გუნდები მოიკოჭლებენ სათამაშო დისციპლინაში, არგენტინას ვნახეთ რაც დაემართა,საუდის არაბეთი რა საზომია და კარგად ორგანიზებულ,მაღალი კლასის ევროპულ დისციპლინირებულ გუნდთან გამოჩნდება ეს,ვნახოთ ყველაფერს დრო გვიჩვენებ,მაგრამ ჯერჯერობით მე რასაც ვუყურე ბრაზილია და ინგლისი ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს,ესპანეთს გერმანიასთან დავაკვირდები, კოსტარიკა ძალიან სუსტია და ხშირ შემთხვევაში მოსაწყენად ბევრს აგორავებდნენ ესპანელები,მათ სტილში,გვერდით და უკან
საქართველო
25 ნოემბერი 2022 08:21
0
ყველა გამოხმაურება
სერბები არავის ევასება ევროპაში რუსების ძმები არიან. წესით უკრაინა უნდა გასულიყო და არა ესენი. შარშან არ იყო 5-0 რო სტენეს ამ 'მაგარ' სერბებს უკრაინელებმა? სლავა უკრაინე
იკა
25 ნოემბერი 2022 12:57
17
მარტო ,,სლავა უკრაინის" გამო ლაიქს ვერ დაგიწერ, პროსტო დისლაიქსაც არ დაგიწერ, ჯანდაბამ )))
ბს
25 ნოემბერი 2022 21:09
1
ოე ოეეე სლავა სლავაა.... სამაგიეროდ ჩემი დედა ხომ გაკერიათ პირზე ყოველ მეორეს.ტფუი რა გული აგერევა უკვე.
იკა-ს
25 ნოემბერი 2022 22:50
0
რუსეთის მეგობარი ქვეყნისაგან აბა რას მოელოდით!?
გელა
25 ნოემბერი 2022 08:53
10
ყველაფერში, რუსეთი თუ არ გარიეთ ამ ევროპათუმეებმა, არ შეგიძლიათ არა?
evropaTumes
25 ნოემბერი 2022 14:41
5
მსაჯები ყვითელ წითლებს საერთოდ აღარ აძლევენ და აბა რა იქნება , გუშინ ვთქვი ზუსტად რო სანამ ვინმე ვარსკვლავს არ დაამტვრევენ ეს ყასბები არ მოისვენებენთქო და აჰა ნეიმარი აღმოჩნდა ...
bejo
25 ნოემბერი 2022 09:46
0
გავარკვიე, რომ ამ ტრავმით ნეიმარს თითქმის მთელი მატჩი უთამაშია. ტრავმა გაცილებით ადრე მიუღია, და არა ცვლილების დროს, და გუნდი რომ არ დაეღალატებინა, ბოლომდე ითამაშა.
ზაზა
25 ნოემბერი 2022 11:32
1
ეგეთი, უფრო უარესი გასიებული ფეხით, ითამაშა ლეო მესიმ.
ise cnobisaTvis...
25 ნოემბერი 2022 14:35
3
რაც ამ სურათზე ჩანს,ეგ 67-ე წუთზე მოხდა.ორივე გოლი ამის შემდეგ გაიტანეს და თავს უფლება მისცა,შეეწყვიტა თამაში.
სოსო
26 ნოემბერი 2022 12:30
0
სამჯერ რომ წააქცევენ, შემდეგ წაქცევებზე მსაჯმა უნდა აუცილებლად გააფრთხილოს.
ქიტესა
25 ნოემბერი 2022 09:36
0
მოგებული იყო თამაში და ტიტეს ადრე უნდა შეეცვალა, მიჰქარა რომ არ გაუფრთხილდა
ბს
25 ნოემბერი 2022 11:02
0
მყესების აყრას ყინულების დადება არ სჭირდება. თბილ წყალში ბევრი მარილი უნდა გაიხსნას და 3-4 დღე 2-3 ჯერ ჩადგას ფეხი. მაქსიმუმ ერთ თამაშს გამოტოვებდა ასეთი ვანები რომ მიიღოს. საკვირველი სპორტსმენებმა და მით უმეტესი სპორტულმა ექიმებმა ეს რომ არ იციან. სპორტსმენისგან მაქვს ნასწავლი და საკუთარ თავზე გამოცდილი.
G.LA
25 ნოემბერი 2022 09:16
5
ასე ლეოც, არაბებთან გასიებული კოჭ-წვივით თამაშობდა, იუთუბზე ანახეს მაგრად ქონდა შესიებული, ალბათ გამაყუჩებული წამლით თამაშობდა. რას ვიზავთ ვარსკვლავების ბედია.
თემო
25 ნოემბერი 2022 09:05
1
იმედია ჩაამთავრებს ტურნირს რადგან ბოლო მსოფლიო აქვს და იმედია გაიბრწყინებს..საფრანგეთი..ბრაზილია და ესპანეთი პირველ ტურიდან..თუმცა არის რამოდენიმე ნაკრები რომელიც გაიხსნება
კიეზა
25 ნოემბერი 2022 14:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული