უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ნადირობა ნეიმარზე - რამდენად მძიმედ დაშავდა ბრაზილიელი?

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთთან მოგებულ მატჩში (2:0) ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი 9-ჯერ წააქციეს, ყველაზე მეტჯერ პირველ ტურში და მე-80 წუთზე ნიკოლა მილენკოვიჩის ვარდნის შემდეგ ტრავმირებულს მოედნის დატოვება მოუწია.

სათადარიგოთა სკამზე მას გასიებულ კოჭ-წვივზე ყინული დაადეს, სახეზე მაისური აიფარა და სავარაუდოდ, ტიროდა.

"კოჭ-წვივზე მყესები აქვს დაჭიმული. ჯერ სრული გამოკვლევისთვის დრო არ გვქონდა, მაგრამ ფეხი უკვე ცოტა შესიებული აქვს. ერთი დღე მოცდა და რეაქციის ნახვაა საჭირო.

მოთმინება და სიმშვიდეა აუცილებელი. ადრეა იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა ტურნირზე თამაშს. ვნახოთ, რამდენიმე საათის შემდეგ როგორ
მდგომარეობაში ექნება ფეხი", - განაცხადა ბრაზილიის ნაკრების ექიმმა როდრიგო ლასმარმა.