"პენალტი? მსაჯებმა რონალდოს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს" - განელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
განის ნაკრების მწვრთნელმა ოტო ადომ მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან წაგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. პორტუგალია ბურთს ფლობდა, ვიცოდით, ეს ეხერხება, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით.

მერე გაგვიტანეს და ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ, მსაჯმა (ისმაილ ილფატი) პენალტის დანიშვნისას არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის მერე ყველაფერი გართულდა - ეს ხომ მსოფლიო კლასის გუნდია. თუმცა ჩვენ მამაცნი და წარმატებულნი ვიყავით და ანგარიში თითქმის 3:3 გავხადეთ.

აქ ბევრი სალაპარაკო არაა. ნული ქულა. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლის შანსი დაგვრჩა. გვინდა, ჩვენ - სამხრეთი კორეა, პორტუგალიამ
კი ურუგვაი დაამარცხოს. ასეთ შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გვექნება.

მინდოდა არბიტრს გავსაუბრებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს არ შეიძლება.

გოლის გატანის შემდეგ ფეხბურთელს შემიძლია მხოლოდ მივულოცო. რონალდოს ზედიზედ მეხუთე ჩემპიონატზე გატანას ვულოცავ. მსაჯებმა განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს", - ციტირებს ადოს "რეკორდი".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხზე დაბიჯება როდიდან არაა პენალტი? საუდის არაბეთთან არგენტინას რა პებალტიც დაუდეს იმაზე რატომ არაა ლაპარაკი მაგაზე უარესს მომენტშ ინგლისდ არ დაუდეს პენალტი
Nick
18:49 27-11-2022
0
გამოდის ტვინგაყინული ანტი რონალდისტები უკეთესად ერკვევიან ფეხბურთში ვიფრე ვარის მსაჯები.
ვა რა დონეა
12:37 26-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული