უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ბრუნომ რონალდოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა მსოფლიო ჩემპიონატზე განასთან (3:2) გამარჯვების შემდეგ კრიშტიანო რონალდოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, რონალდოს უყვარს, როცა აკრიტიკებენ. ამიტომ ყველას გთხოვთ, განაგრძოთ საქმე. როდესაც თქვენ ამას აკეთებთ, კრიშტიანო თავის საუკეთესო ვერსიას გვთავაზობს. ეროვნულ ნაკრებსა და გუნდში მასთან ერთად თამაში წარმოუდგენელია, რაღაც განსაკუთრებულია. მასთან ერთად პორტუგალიის ნაკრებში ადგილს ახლაც ვინაწილებ. მთავარია, ტურნირზე თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. თუ ამას გავაკეთებთ, რონალდო ბედნიერი იქნება, მეც და მთელი ქვეყანაც ბედნიერი ვიქნებით" - განაცხადა ბრუნომ.

განასთან გამარჯვების შემდეგ პორტუგალიის ნაკრები H
ჯგუფში გალიდერდა. მეორე შეხვედრას 28 ნოემბერს, ურუგვაისთან გამართავს. შეგახსენებთ, სამხრეთამერიკული გუნდი სამხრეთ კორეას დაუზავდა (0:0).

დღის შეხვედრები:

14:00 - უელსი - ირანი

17:00 - კატარი - სენეგალი

20:00 - ნიდერლანდები - ეკვადორი

23:00 - ინგლისი - ამერიკა

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ