უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

სკალონი: 5 მცველისა და 4 ნახევარმცველის წინააღმდეგ თამაში რთულია, ყველაფერი მესიმ გადაწყვიტა

AutoSharing Option
"ალბისელესტეს" მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების (2:0) დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სკალონიმ აღნიშნა, რომ მეტოქე თავს მთელი ძალებით იცავდა, თუმცა ლიონელ მესიმ მატჩის ბედი თავად გადაწყვიტა.

"ვიცოდით, რომ მათ წინააღმდეგ თამაში რთული იქნებოდა. ვერ ვიფიქრებდი, რომ მექსიკის ნაკრები მოედანზე 5 მცველით გამოვიდოდა.

პირველ ტაიმში კარგი თამაშის ჩვენება ვერ შევძელით. მეორე ნახევარში თავადაც იხილეთ, რაც მოხდა. მესიმ მატჩის ბედი თავად გადაწყვიტა. "ლა პულგამ" იცის, რომ მთელი გუნდი მის უკან დგას.

ნებისმიერ შემთხვევაში, 5 მცველისა და 4 ნახევარმცველის წინააღმდეგ
თამაში ძალიან რთულია. წინ კიდევ 1 მატჩი გვაქვს და ამ გზის გავლა უნდა განვაგრძოთ" - განაცხადა სკალონიმ.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებმა ამ გამარჯვებით პირველი 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს. "ალბისელესტე" ბოლო ჯგუფში პოლონეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altმესის გოლი და საგოლე პასი - არგენტინამ მექსიკა მეორე ტაიმში გატეხა [VIDEO]


ასევე დაგაინტერესებთ