გერმანია-ესპანეთი 1:1 - ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, E ჯგუფში, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ესპანეთმა ტურნირი ჩინებულად დაიწყო, გერმანიამ კი - მარცხით და განაცხადეს, რომ პოლიტიკურ პერფორმანსებს აღარ გაიმეორებდნენ და თამაშზე იქნებოდნენ კონცენტრირებულნი.

„ფურია როხა“ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, ოლმოს დარტყმული ბურთი მეკარე ნოიერმა მოიგერია, შემდეგ კი ხარიხას მოხვდა. აქედან მოყოლებული, მაღალ ტემპში მიმდინარე თამაში გათანაბრდა, ბუნდესგუნდმა შეუტია, მეკარე სიმონის შეცდომით გნაბრიმ ვერ ისარგებლა, ხოლო პირველი ტაიმის დასასრულს რიუდიგერის გოლისას თამაშგარე დაფიქსირდა.

შეხვედრის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეიცვალა, გუნდები ფრთხილობდნენ, მომენტები
ხშირად არ იქმნებოდა. ალემანებს შანსი 56-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც დაახლოებით 11 მეტრიდან კიმიხის დარტყმული ბურთი გოლკიპერმა მოიგერია. მერე ფერან ტორესის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა მორატამ ალბას პასი მიიღო და ესპანელები დააწინაურა. ფლიკის შეგირდები იერიშებზე გადავიდნენ, მუსიალა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მეკარე. თუმცა 83-ე წუთზე მან უკვე ვეღარ იხსნა თავისი გუნდი - ანგარიში შეცვლაზე შესულმა ფიულკრუგმა გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში სანე მეურვეს გაექცა, გოლკიპერთან პირისპირ გავიდა, მაგრამ შესანიშნავი მომენტი ვერ გამოიყენა და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი ესპანეთია, 3-3 ქულა იაპონიასა და კოსტა-რიკას აქვთ, ხოლო 1 ქულა - გერმანიას.

ჯგუფში ბოლო ტური 1-ელ დეკემბერს გაიმართება: გერმანია კოსტა-რიკას, ესპანეთი კი იაპონიას დაუპირისპირდება.

ალ ჰორი. "ალ ბაითი". 68 895 მაყურებელი
ესპანეთი - გერმანია 1:1
გოლები: 1:0 მორატა (62), 1:1 ფიულკრუგი (83)

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ შეიძლება კომენტატორების 10-ის ფარგლებში შეკრება ასწავლოთ.მთელი რეპორტაჟის მანძილზე ვერ გაარკვიეს, გერმანია რა შემთხვევაში ჩარჩება ჯგუფში.ორმა კაცმა.
დიმა
08:19 28-11-2022
0
რატომ იაპონიას აქვს ბურთების შებარდება შეფარდება ნოლი, გერმანიას -1, თუ 2-0 ს მოუგებს კოსტა რიკა გაუხდება +1 და უპრობლემოდ გავა, გერმანია გავარდებოდა ურთიერთშეხვედრები, რომ იყოს მთავარი რაც შეცვლილია და გატანილის და მიღებულის სხვაობაა მთავარი.
ზურას
11:50 28-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული