ერთმანეთში იჩხუბეს და აღარ ელაპარაკებიან - ხორვატიასთან მატჩის წინ ბელგიის ნაკრებში უმძიმესი ატმოსფეროა

AutoSharing Option
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L'Equipe-ის ცნობით, ბელგიის ნაკრებში დიდი არეულობაა და გუნდის ვარჯიშზე ჩხუბიც კი მოხდა.

28 ნოემბერს ედენ აზარმა, კევინ დე ბრუინმა და იან ვერტონგენმა იჩხუბეს, რომლებიც საბოლოოდ რომელუ ლუკაკუმ დააშოშმინა.

ამავე წყაროს ცნობით, ნაკრების რამდენიმე მოთამაშე ერთმანეთს არ ელაპარაკება. დე ბრუინმა შეწყვიტა ურთიერთობა ტიბო კურტუასთან, ედენ აზარმა კი - ლეანდრო ტროსართან.

მოგეხსენებათ, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ბელგიელები მაროკოსთან 0:2 დამარცხდნენ, რის შემდეგაც ბრიუსელში არეულობა მოხდა.

მანამდე ნახევარმცველმა დე ბრუინმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების ასაკის გამო არ სჯერა ბელგიელების გამარჯვების
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დე ბრუინსა და კურტუას შორის ღალატის გამო დაწყებული მტრობა და ბელგიის ნაკრების გასაჭირი: "ჩვენ დავბერდით"
ambebi.ge, 14:23 / 29-11-2022 (https://www.ambebi.ge/article/285996-de-bruinsa-da-kurtuas-shoris-galatis-gamo-dacqebuli/)
ლაშა
21:51 29-11-2022
0
ბელგიას ჯგუფურ ეტაპზე ხორვატია დიდი ალბათობით მოუგებს და ჩატოვებს. დატოვებს გაღიმებულს, მაგრამ რატომ არის ბელგია დღემდე კოკა-კოლას მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე ჩემთვის პირადად გამოცანად რჩება!
ლაშა
14:36 29-11-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული