უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს დაეკითხნენ, თუ ვინ არიან, მისი აზრით, 2022 წლის მუნდიალის საუკეთესო ტალანტები.

ახალგაზრდა სპეციალისტმა ასეთებად მისი გუნდის ფეხბურთელი პედრი და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ჯამალ მუსიალა მიიჩნია.

პედრიმ "ფურია როხას" შემადგენლობაში მუნდიალზე ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 წლის მუსიალამ კი ამდენივე ჩატარებულ შეხვედრაში 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.