უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"18 დეკემბერს შეხვედრაზე შევთანხმდით" - ენრიკე ფლიკს მუნდიალის ფინალში ელის

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გერმანიის ნაკრების დამრიგებელ ჰანსი ფლიკთან შეთანხმებაზე ისაუბრა.

როგორც "ფურია როხას" თავკაცმა განაცხადა, ის თავის კოლეგას შეუთანხმდა, რომ მუნდიალის ფინალში შეხვდება.

"ფლიკი ძალიან მომწონს. ის ძალიან განათლებულია და მისი ფეხბურთის ცოდნის დონე მაღალია. ფეხბურთელები მას პატივს სცემენ. 

ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ მუნდიალის ფინალში შევხვდებით. ასე რომ, ერთმანეთს 18 დეკემბრამდე დავემშვიდობეთ", - თქვა ენრიკემ.