ირანის ნაკრების ფეხბურთელებს ოჯახის წევრების პატიმრობით ან წამებით დაემუქრნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ირანის ფეხბურთელებს დაემუქრნენ, რომ თუ ამერიკასთან შეხვედრისას "არასათანადოდ მოიქცევიან" მათ ოჯახებს დააპატიმრებენ ან აწამებენ.

გამოცემის თქმით, ირანელი ფეხბურთელები, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ინგლისთან მატჩის დაწყებამდე ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს, ირანის რევოლუციის გუშაგთა წევრებმა დაიბარეს და ოჯახის წევრების დაპატიმრებით ან წამებით დაემუქრნენ. ამასთან ერთად, ისიც განუცხადეს, რომ სამშობლოს ჰიმნის გულმხურვალედ სიმღერა ისლამური სახელმწიფოს სამუდამოდ არსებობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

CNN-ის ინფორმაციით, თავიანთი ფეხბურთელების გასაკონტროლებლად კატარში დიდი რაოდენობით ირანული დაცვის სამსახურის წევრები ჩამოიყვანეს. მათ აკრძალული აქვთ უცხოელებთან საუბარი ან მატჩის მიმდინარეობისას
გულშემატკივრებთან ერთად ყოფნა.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
აქაური აიათოლები და მათი სამწყსო სოლიდარობას უცხადებს ირანელ აიათოლებს.
ამერიკელებს მოუგონიათ, თორემ სად ირანი და სად რეპრესიები?!
ციციკორე
10:39 30-11-2022
2
ეს ირანელ ფეხბურთელებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენაა და ამას ემსახურება ეს სულელური გავრცელებული ინფორმაცია. დღევანდელი ამერიკის მთავრობა მსოფლიოში ბოროტების ბუდეა. თუნდაც უკრაინაში რა ხდება ამაზეც დიდი პასუხისმგბლობა აკისრია ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას. ამიტომ იყო ცუდი ბაიდენის გამარჯვება ან როგორ გაიმარჯვა ესეც საკითხავია და გამოსაძიებელი. ტრამპი რო პრეზიდენტი იყოს დღეს ამერიკის გაცილებით მშვიდი იქნებოდა მსოფლიო. ვიდრე ეს ბაიდენის ლიბერასტული ხროვა.ეს ინფორმაცია რო ტყუილია ამას ირანელი ფეხბურთელების თამაში დაამტკიცებს მალე.
ქომაგი
22:46 29-11-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული