ბენზემა დასასვენებლად კუნძულ რეიუნონზე წავიდა

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, ტრავმირებული თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დასასვენებლად ინდოეთის ოკეანის კუნძულ რეიუნონზე წავიდა და საფრანგეთის ნაკრებში კატარში არ დაბრუნდება. ის ამ კუნძულზე 2009 წელსაც იმყოფებოდა, სადაც ავტოავარიის მონაწილე გახდა.

ბენზემა იქ რამდენიმე დღე გაჩერდება, შემდეგ მადრიდში ჩაფრინდება და 9 დეკემბერს ინდივიდუალურად დაიწყებს ვარჯიშს.

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ბენზემას ნაცვლად სხვა ფეხბურთელის განაცხადში შეყვანა ვეღარ მოასწრო და თუ ფრანგები ჩემპიონები გახდნენ, რეგლამენტის მიხედვით, ქარიმი ოქროს მედალს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბენზემა ისეთი "დაღლილი და გადაღლილია", რომ აუცილებლად უნდა დაისვენოს!
ლაშა
30 ნოემბერი 2022 10:45
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული