ემოციური ვიდეო: უსინათლო ბავშვი მესის გოლს აღნიშნავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ნოემბერს, მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, არგენტინის ნაკრებმა მექსიკა (2:0) დაამარცხა და მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

გემახსოვრებათ, 64-ე წუთზე გილერმო ოჩოას კარი ულამაზესი დარტყმით ლიონელ მესიმ აიღო.

პლატფორმა "ტიკ-ტოკზე" ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აღნიშნავს ლეოს გატანილ გოლს არგენტინის ნაკრების უსინათლო გულშემატკივარი მამასთან ერთად.

Sportall.Ge

სებასტიან ფილერამომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მათ შორის, "როიტერსისაც", ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ პატარა გულშემატკივარს მსოფლიო ჩემპიონატის სტიკერები უსახსოვრა.

Sportall.Ge

ფეხბურთს დასაკნინებლად ხშირად გაგვიგონია ან წაგვიკითხავს ფრაზა: "1 ბურთს 22 კაცი დასდევს". ლეოს გოლის შემდეგ კიდევ
ერთხელ ვიხილეთ, თუ რამხელა ბედნიერების მოტანა შეუძლია სპორტის ამ სახეობას, თუნდაც უსინათლო ადამიანისთვის...

შეგახსენებთ, დღეს, 30 ნოემბერს, არგენტინის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია ნაწილობრივ Dailymail-ის მიხედვით

altმესის გოლი და საგოლე პასი - არგენტინამ მექსიკა მეორე ტაიმში გატეხა [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაში რომელიც არაა მარტო თამაში! ის ერთნაირად აბედნიერებს უსინათლოს, სმენადაქვეითებულს, ქმედუუნაროს, გონებაშეზღუდულს და აბსოლუტურად ყველას. დიახ, არავის და არაფერს შეუძლია იმაზე დიდი სიხარულის მინიჭება ადამიანისათვის, როგორც ამ დალოცვილ სპორტის სახეობას.
მისი უდიდებულესობა - ფეხბურთი!!!
თომა
30 ნოემბერი 2022 14:08
0
მართალი ხარ ძმაო! ყველა სიტყვაში გეთანხმები! ფეხბურთთან ახლოს, ვერცერთი სპორტის სახეობა ვერ მივა! გია.
თომას
30 ნოემბერი 2022 16:33
0
ბედის დაცინვა არ არის? ეს პატარა ბიჭუნა რომელსაც ფეხბურთი უყვარს და ვერ ხედავს თავის საყვარელ გუნდს და ფეხბურთელს და პარალელურად კი ზოგიერთი თვალხილული "დაბრმავებული" ამაშიების სექტა, კი უნდა ხედავდეს???!!!
უსამართლოც ამა ქვია.
30 ნოემბერი 2022 12:58
1
არგენტინის ნაკრებმა, ლეოს თამადობით დღეს უნდა მოიგონ, თუნდაც ამ ბავშვის და მილიონობით გულშემატკივრების გულის გასახარად!
გამარჯვება არგენტინას!
30 ნოემბერი 2022 12:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული