"ძმაო, თუ ჩხუბი გინდა, მზად ვარ, ოღონდ..." - UFC-ის არგენტინელმა მებრძოლი კანსელო ალვარესს პასუხობს

AutoSharing Option
UFC-ის არგენტინელმა მებრძოლმა სანტიაგო პონზინიბიომ კრივში 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, მექსიკელ კანსელო ალვარესს უპასუხა. 

როგორც იცით, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს. თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა" - დაწერა კანსელომ "ტვიტერზე".

ახლა კი მას პონზინიბიომ თავისი ქვეყნის
საფეხბურთო ვარსკვლავს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ალვარესს შემდეგნაირად უპასუხა:

"მესიზე მუქარას აზრი არ აქვს. თუ ალვარესი ლეოს არ იცნობს, სჯობს მასზე საერთოდ არაფერი თქვას. ნორმალურია, რომ მოთამაშეებმა იატაკზე ოფლიანი მაისურები დადონ. მის ქმედებაში უპატივცემულობა არ ყოფილა.

ლეოს ყველა უნაკლო სპორტსმენად იცნობს და მას დიდ პატივს სცემენ. ძმაო, თუ გინდა ჩხუბი, მე მზად ვარ! ოღონდ, ლეოს თავი დაანებე! რაც მესის უკავშირდება, უკავშირდება მთელ არგენტინას", - დაწერა პონზინიბიომ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა ჰე მოხალისეები შეკრიბეთ არგენტინაში და მექსიკაში არმია მზად არის უკვე. იქნებ სადმე კიდე რამენაირად ომი გააჩაღოთ? უბრალო ზრდილობაა ვინმეს თუ რამე აწყენინე თუმნდაც უნებლიედ, ბოდიში მოუხადო და ამით მოამთავრო.
G.LA
15:04 30-11-2022
8
მიდი პონზი გაუკეთე შენებური მახრჩობელა იმ უადგილო ადგილას კუნთებზე მომზირალ ყაზილარს და ასწავლე - თუ მებრძოლი ხარ შენზე სუსტს არ უნდა დაემუქრო ! თუ შნო გაქვს და ჩხუბი გინდა დაემუქრე შენი წონის და ზომის მებრძოლს !!!
zura222
16:30 30-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული