"ძმაო, თუ ჩხუბი გინდა, მზად ვარ, ოღონდ..." - UFC-ის არგენტინელმა მებრძოლი კანსელო ალვარესს პასუხობს

AutoSharing Option
UFC-ის არგენტინელმა მებრძოლმა სანტიაგო პონზინიბიომ კრივში 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, მექსიკელ კანსელო ალვარესს უპასუხა. 

როგორც იცით, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა, რასაც 4 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის გაღიზიანება მოჰყვა.

"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად შემხვდეს. თუ მე პატივს ვცემ არგენტინას, მესიმაც იგივე უნდა გააკეთოს და მექსიკას პატივი სცეს. მან უღირსი საქციელი ჩაიდინა" - დაწერა კანსელომ "ტვიტერზე".

ახლა კი მას პონზინიბიომ თავისი ქვეყნის
საფეხბურთო ვარსკვლავს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ალვარესს შემდეგნაირად უპასუხა:

"მესიზე მუქარას აზრი არ აქვს. თუ ალვარესი ლეოს არ იცნობს, სჯობს მასზე საერთოდ არაფერი თქვას. ნორმალურია, რომ მოთამაშეებმა იატაკზე ოფლიანი მაისურები დადონ. მის ქმედებაში უპატივცემულობა არ ყოფილა.

ლეოს ყველა უნაკლო სპორტსმენად იცნობს და მას დიდ პატივს სცემენ. ძმაო, თუ გინდა ჩხუბი, მე მზად ვარ! ოღონდ, ლეოს თავი დაანებე! რაც მესის უკავშირდება, უკავშირდება მთელ არგენტინას", - დაწერა პონზინიბიომ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი პონზი გაუკეთე შენებური მახრჩობელა იმ უადგილო ადგილას კუნთებზე მომზირალ ყაზილარს და ასწავლე - თუ მებრძოლი ხარ შენზე სუსტს არ უნდა დაემუქრო ! თუ შნო გაქვს და ჩხუბი გინდა დაემუქრე შენი წონის და ზომის მებრძოლს !!!
zura222
30 ნოემბერი 2022 16:30
4
შეეჯიბროს ლეოს ფეხბურთის თამაშში და ვნახავთ მერე ვინ არის სუსტი!
გია
30 ნოემბერი 2022 16:45
1
აბა ჰე მოხალისეები შეკრიბეთ არგენტინაში და მექსიკაში არმია მზად არის უკვე. იქნებ სადმე კიდე რამენაირად ომი გააჩაღოთ? უბრალო ზრდილობაა ვინმეს თუ რამე აწყენინე თუმნდაც უნებლიედ, ბოდიში მოუხადო და ამით მოამთავრო.
G.LA
30 ნოემბერი 2022 15:04
8
და რა აწყენინა? დროშა და ოფლიანი მაისური ვერ გაგირჩევიათ ამ ჰეიტერებს. გითხრათ უკვე გუარდადომ ( მექსიკის კაპიტამა) სათქმელი!დაწყნარდით რა!
კაი ერთი
30 ნოემბერი 2022 17:48
2
სულელი უნდა იყოს ფეხბურთის მოყვარული მესის ან კრისტიანოს რომ ვერ იტანდეს. შენ და ბევრმა შენნაირებმა მესი რომ გაიგეთ მაშინ დაიწყეთ ფეხბურთის ყურება. როგორც ახლა ძალიან ბევრმა საქართველოში ხვიჩა გაიგეს. თქვენ ხართ სექტა მესისტები და რონალდოისტები. მე ვარ ფეხბურთის მოყვარული რომელსაც გაცილებით ბევრი უნახია ვიდრე შენნაირ ხამებს და სამართალიც უყვარს მისი ფასიც იცის. მორალს მე ხვიჩასაც მოვთხოვ, თუმცა ჩემთვის მის გარშემო ტრიალებს ახლა მსოფლიო ფეხბურთი. ზრდილობაც არ გაწყენდა.
G.LA
30 ნოემბერი 2022 17:05
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული