უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

პირველად ისტორიაში - მუნდიალის მატჩზე ქალები იმსაჯებენ

AutoSharing Option
ფიფას გადაწყვეტილებით, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, მატჩს ქალ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. საუბარია გერმანიისა და კოსტა-რიკის ნაკრებებს შორის გასამართ მესამე ტურის შეხვედრაზე.

შეხვედრის მთავარი არბიტრი სტეფანი ფრაპარი იქნება, მისი ასისტენტები კი მექსიკელი კარენ დიასი და ბრაზილიელი ნეუზა ბეკი იქნებიან.

შეგახსენებთ, E ჯგუფში გერმანიის ნაკრები 1 ქულით ბოლო, მე-4 ადგილს იკავებს, კოსტა-რიკა კი 3 ქულით მე-3 პოზიციაზეა. მატჩი 1-ელ დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.