ემოციური კადრები მექსიკისა და საუდის არაბეთის მატჩიდან

AutoSharing Option
გუშინ, 30 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე, C ჯგუფის მე-3 ტურში, მექსიკამ საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხა, თუმცა ჯგუფში ჩარჩა და 1990 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს პლეი-ოფში.

თავის მხრივ, არაბეთის გუნდს კარგი შანსი ჰქონდა ჯგუფური ეტაპი გადაელახა, თუმცა "ალბისელესტესთან" გამარჯვების შემდეგ 2-ივე მატჩი დათმეს და 3 ქულით ჯგუფში ჩარჩნენ.

რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირია, რომელზე მონაწილეობაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ამიტომაც წაგება ან გათამაშების ნაადრევად დატოვება ყოველთვის მძიმე მისაღებია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე მოედანზე მყოფი სპორტსმენისთვის.

გთავაზობთ ფოტოგალერეას მექსიკისა და
საუდის არაბეთის მატჩიდან, ორი გუნდი, რომლებსაც კონკრეტული ნიშნულით გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა პლეი-ოფის საგზური მოეპოვებინათ, თუმცა იღბალი პოლონეთის მხარეს აღმოჩნდა...

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი უტვინო გუნდი შეხვდა ერთმანეთს, ბოლო წუთებზე ან ერთს გაეტარებინა ან მეორეს, ეხლა იდგნენ ასე დოინჯით, ბანძი პოლონეთი გაუშვეს პლეიოფში, რომელმაც ერთხელაც კი ვერ დაარტყა არგენტინის კარებისკენ
მამუკა
10:58 01-12-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული