"როდესაც მსაჯი VAR-ზე პენალტის გადასამოწმებლად წავიდა, მესის ვუთხარი..." - შესნიმ საინტერესო ისტორია მოჰყვა

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების მეკარე ვოიცეხ შესნიმ იმის შესახებ ისაუბრა, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც არბიტრი დენი მაკელი Var-ზე პენალტის ეპიზოდის შესამოწმებლად წავიდა. 

"მესის პენალტის დაწყებამდე ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ არბიტრი პენალტს არ დადებდა და 100 ევროს ფსონს ჩამოვდიოდი, თუმცა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ მესისთან ეს ფსონი წავაგე.

არ ვიცი, ნებადართულია თუ არა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე. შესაძლოა, ამის გამო დისკვალიფიკაცია მივიღო, მაგრამ ახლა ამაზე არ ვღელავ. ასევე არ ვაპირებ მესის 100 ევრო გადავუხადო, რადგან ვფიქრობ, ეს არც მას ანაღვლებს.

მსაჯს თავიდანვე ვუთხარი,
რომ კონტაქტი იყო, თუმცა პენალტი დასანიშნი არ გახლდათ. ლეო ზოგიერთ პენალტზე მეკარეს უყურებს, ზოგს კი ძლიერად ურტყამს. ვიცოდი, რომ თუ ძლიერად დარტყმას აპირებდა, ეს უფრო მარცხნივ იქნებოდა.

დავინახე, რომ გამორბენის დროს ის არ ჩერდებოდა. ამიტომაც მარცხენა კუთხე ავირჩიე და პენალტიც მოვიგერიე", - უთხრა შესნიმ TV 2 Sport-ს.

alt"სირცხვილია!" - ფერდინანდი პოლონეთის ნაკრების კარში დანიშნულ პენალტს გამოეხმაურა

altჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ის ორი ბურთი როგორი იგემე ჩესნი.თავანი ჩააბარე ახალგაზრდა ესე არ შეიძლება სირცხვილია თან სად თამაშობ მოგთხოვენ მაფიოზები და დაგიჯდება ასიათას მაგი.რა თქმა უნდა ვხუმრობ კარგ ხასიათზე ვარ
კაკო
02 დეკემბერი 2022 01:30
3
ეს უკვე მეორედ მოხდა ამ ჩემპიონატზე არგენტინას რომ საეჭვო პენალტი დაუდეს, საუდის არაბეთთანაც აჩუქეს პენალტი, კუთხურების დროს მასეთი სიტუაციები ყოველთვის ხდებოდა და მოხდება კიდეც, ძირითადად მსაჯები მაგას იგნორს უკეთებენ ან კუთხურს ახლიდან აწოდებინენ, მაგრამ არგენტინას პენალტი დაუდეს.
პ.ს. პოლონეთის გასვლა იყო ანტიფეხბურთი, გუნდმა ერთხელაც კი ვერ დაარტყა კარისკენ
მამუკა
01 დეკემბერი 2022 17:26
2
ლეო ჩააბარებინე ის თავანი 100 ევრო შესნის და თუ არ ჩაგაბარა ფუფლო იქნება DD
zura222
01 დეკემბერი 2022 17:18
2
მეკარის მოედანში მეკარეზე შეხება არ შეიძლება. მას უფლება აქვს ბურთის მოსაგიერებლად სადაც უნდა იქით იმოძრაოს. მსაჯი შეცდა, მაგრამ სამართალმა იზეიმა.
გიორგი
01 დეკემბერი 2022 13:35
3
ძალიან მაგარი მეკარეა და კარგი ადამიანიც ჩანს.
სასწაული რეაქცია, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე გამოავლინა.
ამასთან, იშვიათია, როცა თამაშის დროს ფეხბურთელი მეტოქეს აქებს. ამან კი დი მარიას, როცა ეს უკანასკნელი კუთხურიდან ბურთის კარში ჩახვევას ცდილობდა, მოწონების ნიშნად გაუღიმა და ცერი უჩვენა.
ILIA
01 დეკემბერი 2022 12:58
1
Amas ra qvia exla? Kvara shegigdebs da sablatao ar gaq araferi. Jer wagebuli chaabare.safrangeti amogtenis da ise gagishvebs saxlshic.
Gia
01 დეკემბერი 2022 12:25
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული