გერმანია ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩენის საშიშროების ქვეშაა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ დეკემბერს, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკასთან მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამართავს.

გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო, ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. "ბუნდესნაკრებმა" 1938 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა საწყის ორ ტურში გამარჯვების მოპოვება.

გერმანელები მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული არ იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ მატჩში გაიმარჯვებენ, ესპანეთის ნაკრებმა კი იაპონია უნდა დაამარცხოს.

E ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება

Sportall.Ge


გერმანიისა და კოსტა-რიკის დაპირისპირება ჰანსი ფლიკის მომავალსაც გადაწყვეტს, მოგეხსენებათ, ევრო 2020-ის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ "ბუნდესნაკრები" ინგლისთან 0:2
დამარცხდა, რასაც გერმანიის ნაკრებში იოაჰიმ ლიოვის 15-წლიანი მოღვაწეობის დასრულება მოჰყვა.

მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულმა ფორვარდმა იურგენ კლინსმანმა გერმანიის ნაკრებს მატჩისადმი მიდგომა დაუწუნა და იაპონიასთან მატჩის შემდეგ მოთამაშეები გააკრიტიკა:

"პირველ თამაშში დიდი, გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იაპონიასთან დავმარცხდებოდით. რუსეთში 2018 წლის მუნდიალზე საშინლად ვიასპარეზეთ. ტურნირის დაწყებამდე ყოველთვის გვსურს, რომ ფინალში გავიდეთ, მაგრამ ამჯერად ნახევარფინალამდე მისვლაც კი უდიდესი მიღწევა იქნება.

გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის მშვიდად ვართ - ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. იმედი მაქვს, დღესაც ასე მოხდება. ხალხი წარუმატებლობას გაპატიებთ, მაგრამ ზედიზედ ორჯერ ნამდვილად უპატიებელი იქნება.

მოახერხებს თუ არა ჯგუფში ჩარჩენის შემთხვევაში ფლიკი პოსტის შენარჩუნებას? მეეჭვება. ყველა ვხედავთ, რომ საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებები სხვა სიმაღლეზე არიან, რაც ძალიან სამწუხაროა.

მიუხედავად პრობლემებისა, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გავიმარჯვებთ, ესპანეთი კი საქმეს ბოლომდე დაასრულებს და იაპონიის ნაკრებს დაამარცხებს" - განაცხადა კლინსმანმა Football World-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გერმანიისა და კოსტა-რიკის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით





მკითხველის კომენტარები / 14 /
გერმანიის შესახებ რაც ვთქვი ასრულდა, ეხლა დანარჩენი:

ვინაიდან იტალია არ ღებულობს მონაწილეობას

ჯერ ვთქვათ რეალურად თუ რომელ გუნდებს აქვთ შანსები:

1) ბრაზილია (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ძლიერი გუნდი, რომელიც თავის ძალას განსაკუთრებით 1/8 ფინალიდან აჩვენებს);
2) არგენტინა (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ლიონელ მესი, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა);
3) საფრანგეთი (იმიტომ, რომ ყავს ძლიერი გუნდი და მზადაა მე-3 გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი);
4) პორტუგალია (იმიტომ რომ ჯერ არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა).

და მაინც ამ ოთხეულიადან ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს ჩემპიონი, უფრო კონკრეტულად ბრაზილია ან არგენტინა, და კიდევ უფრო კონკრეტულად ბრაზილია.
07
02 დეკემბერი 2022 10:02
0
ესპანეთმა შეგნებულად რომ დააყენოს მეორე შემადგენლობა და წააგოს იაპონიათან, ნოიერის სახე მინდა ვნახო მერე როგორ მოიწმინდავს ცრემლებს ცისარტყელას სამკლავურით, არა და ესპანეთსაც აწყობს მეორე ადგილით გასვლა
მამუკა
01 დეკემბერი 2022 22:41
0
გერმანია ჯგუფიდან გავა გრიალით, აგერ ნახავთ.ფინალშიც ითამაშებს.
დიმა
01 დეკემბერი 2022 22:25
11
წინ დაჯექი მალე ჩახვალ.
Yasabi.
02 დეკემბერი 2022 02:41
0
ტომას ტუხელს დანიშნავენ. უმუშევარია.
muro
01 დეკემბერი 2022 21:59
0
იაპონია ამ თამაშს არ წააგებს, გერმანია კი ჯგუფში ჩარჩება.
07
01 დეკემბერი 2022 18:20
5
ფეხბურთს უყურებთ ხალხო თუ გეი პორნოს
ჯონი ტაპია
01 დეკემბერი 2022 17:37
1
უნდა ჩარჩნენ :)
ზურა
01 დეკემბერი 2022 16:40
7
ლგბტს წარმომადგენლებს ცუდათ აქვთ საქმე დანია გავარდა ბელგია მიყვება გერმანია რიგშია ნიდერლანდები ან ამერიკა შემდეგია არგენტინა ელოდებათ ანგლოსაქსები სენეგალის მერე ფრანგებს ხვდებიან გამოდის რომ მაგათი საქმე წასულია ლგბტ მარცხდება ...
აბც
01 დეკემბერი 2022 15:19
16
იაპონიის ფრე არ შველით?
თუ ურთიერთ შეხვედრები წყვეტს?
Las
01 დეკემბერი 2022 15:18
0
იმედია ჭკვიანურად იმოქმედებენ ესპანელები და ერთ-ერთ კონკურენტს, ემანუელა ნოიერს და მის პრაიდს(ლომების არა) ხვალ დილით ბერლინისკენ გააფრენენ
llcl
01 დეკემბერი 2022 14:19
9
ყატარი მწარე ანტი ლგპდ-ა, მაგრამ ყველაზე წარუმატებლად დაამთავრეს. ნიდერლანდებს ცუდად რატომ აქვთ საქმე? მანდ ყველაზე აქტიურია ეგ ორგანიზაცია. გუნდი ჯგუფიდან მარტივად გავიდა და აშკარად ამერიკასაც გასცდება.
D
01 დეკემბერი 2022 18:00
3

სიახლეები პოპულარული