ირანში მამაკაცი მოკლეს, რომელიც საკუთარი ნაკრების წარუმატებლობას აღნიშნავდა [VIDEO]

AutoSharing Option
ლურჯად შეფერილ სტრიქონებზე დაჭერით ავტომატურად გადახვალთ ტვიტერზე და იხილავთ ვიდეოს.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურმა ჩრდილოეთ ირანში მამაკაცი მაშინ მოკლა, როდესაც ანტისამთავრობო დაჯგუფების წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას ზეიმობდნენ.

აქტივისტების თქმით, მეჰრან სამაკს თავში იმის გამო ესროლეს, რომ მანქანის სიგნალით გარკვეულ რაღაცას აპროტესტებდა, გარკვეულს კი ზეიმობდა...

ზოგადად, ირანელმა გულშემატკივარმა კატარში გასამართ მუნდიალზე დასწრებაზე უარი განაცხადა, მიზეზი ბუნდოვანია - პოლიტიკური თუ მუსულმანური ხედვა... სამთავრობო მედიამ "მტრული ძალები" როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ უსამართლო ზეწოლასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში მას შემდეგ დაადანაშაულა,
რაც ირანი ამერიკასთან 0:1 დამარცხდა.

უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ამბავია, რომ ფეხბურთელებმა ინგლისთან (2:6) გამართული შეხვედრის წინ ჰიმნი არ შეასრულეს, რითაც სოლიდარობა გამოუცხადეს მომიტინგეებს და საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს, თუმცა "სამ ლომთან" ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ მოვიდა უელსთან და აშშ-სთან თამაშის დროც და ფეხბურთელებმა ეროვნული ჰიმნი ორივე მატჩში შეასრულეს. ამას თავისი ახსნაც აქვს, ორიოდე დღის წინ დაიწერა, რომ სპორტსმენებს ირანის რევოლუციის გუშაგთა წევრებმა შეუთვალეს, რომ ოჯახის წევრებს დაუპატიმრებდნენ ან აწამებდნენ; ასევე განუმარტეს, რომ სამშობლოს ჰიმნის გულმხურვალე სიმღერა ისლამური სახელმწიფოს სამუდამო არსებობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.


ირანში არეულობა დაახლოებით 10 კვირის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა, შემდეგ კი "გაურკვეველ ვითარებაში" გარდაიცვალა.

ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რასაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, მაგალითად, ნორვეგიაში ირანელი მოსახლეობის უფლებების დამცველთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ გამოსვლებს 448 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 60 ბავშვი, 18000-ზე მეტი დააკავეს.

Sportall.Ge



სხვა ვიდეოებში ჩანდა როგორ ზეიმობნდა ხალხი ტეირანსა და დიდ ქალაქებში საკუთარი ქვეყნის მუნდიალიდან გამოთიშვას, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც გარკვეული პერიოდის წინ უსაფრთხოების სამსახური ფიზიკურად უსწორდებოდა საკუთარ ხალხს.

მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საქეზში ჩანს როგორ აღნიშნავს ხალხი საკუთარი ქვეყნის წარუმატებლობას.


ქურთებული უფლება დამცველი ორგანიზაცია "Hengaw" იტყობინება, რომ მარივანში, სანანდაიში, კერმანშაში, საქეზში, ილამსა და ბუკანში 30 ადამიანს ესროლეს, არიან დაჭრილებიც.

თეირანში "იმამ სადიქის" უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და ყვიროდნენ - "სიკვდილი უსინდისოებს". ამ ფრაზით აქტივისტები ცდილობენ ზეწოლა უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებზე მოახდინონ, თავის მხრივ, იმავე გამოთქმით გულშემატკივრები ინგლისთან მატჩშის მსვლელობისასაც გამოირჩეოდნენ.

ირან-ამერიკის (0:1) მატჩის შემდეგ "ალ-თუმამას" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები სიტყვიერად წაეკიდნენ. დანიელმა ჟურნალისტმა, რასმუს ტანტოლდტმა ირანის დროშით ხელში რამდენიმე ადამიანი გადაიღო, რომელსაც მაისურზე ეწერა"ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება". მასთან ერთად მყოფი ქალი დახმარებას ითხოვდა, რომ სტადიონი უსაფრთხოდ დაეტოვებინა, რადგან პირდაპირ აცხადებდა, რომ თავს დაესხნენ, ყველაფერი ჩანს ვიდეოში...

BBC Persian-მა მოგვიანებით ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მამაკაცს აქტივისტს აკავებენ. კატარში ირანელ მაყურებელთა მიმართ არსებულ შემხვევებზე ფეხბურთის მსოფლიოს მმართველმა ორგანომ განაცხადა, რომ განაგრძობს თანამშრომლობას მასპინძელ ქვეყანასთან, რათა უზრუნველყოს შესაბამისი რეგულაციებისა და შეთანხმებული პროტოკოლების სრული შესრულება.

ამავდროულად, ირანის სამთავრობო მედია საკუთარ საფეხბურთო ნაკრებს აქებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოიპოვა პლეი-ოფის საგზური. რა თქმა უნდა, თავისი სათქმელი თქვა ადგილობრივმა ნაციონალურმა გაზეთმა Farhikhtegan-მა: "ჩვენ ვამაყობთ ირანით", ხოლო რევოლუციურ მხარესთან დაახლოებულმა "ჯავანმა" შემდეგი რამ დაწერა: "გუნდმა ნამდვილი თამაში მოიგო, თამაში, რომელიც ხალხის გულს გულისხმობს".

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
ვარცხნილობას შეხედავთ და მიხვდებით,ადგილობრივი ტვინგამორეცხილი ლიბერალი იყო,მოკვლა ზედმეტია მაგრამ კაი პროვოკატორი კი ჩანდა
eeehhhh
02 დეკემბერი 2022 10:14
2
ცალკეული კომენტარები არ მიკვირს,"ბარსასა" და ბაიერნს გულშემატკივრობენ, დინამოს თამაშზე კი არ დადიან. დიდი გამართლებაა, რომ "ასე მსურს". მაშინ სამშობლო რაღაა ?
ზაქრო
02 დეკემბერი 2022 01:29
0
სამშობლო არის პროტესტი მაშინ, როცა ხალხი იღუპება და არა „თამაშობაზე“ მხიარულება.
nika
02 დეკემბერი 2022 03:56
0
მკვლელობა მოუღებელია მაგრამ ერთი კაი პანღური კი ეკუთვნოდა. ისე ირანშიც ყოფილან სანაიები.
w
01 დეკემბერი 2022 18:45
14
„საცემია“, „გასალახია“ — ამის იქით ვერ მივდივართ? ამდენი საუკუნის განვითარების შემდეგ ადამიანს ფიზიკური ზიანის მიყენების გარეშე აზრის აზრის გამოხატვა ვერ უნდა ესწავლა?
ან რა დროს ქვეყნის მარცხია სადღაც „თამაშობაზე“, როცა ამდენი ადამიანი იღუპება ქვეყანაში? მთავრობა რომ თქვენს ახლობლებს ხოცავდეს, ფეხბურთის გამარჯვებით იმხიარულებდით? კონტექსტი არაა გასათვალისწინებელი გააზრებისას?
nika
01 დეკემბერი 2022 18:23
2
რა ვიცი, საკუთარი ხალხის ცემის გარეშე ინარჩუნებენ სახელმწიფოს შვედები, დანიელები, ბელგიელები, ჩეხები და კიდევ უამრავი და სად ჩანს ძალადობის საჭიროება, აბა? ვინმეს ჩამორჩებიან? ან ირანი რამე უკეთესს ქმნის მსოფლიოსთვის? მთელი თანამედროვე ტექნოლოგიები იმ ქვეყნების ნაწარმია, სადაც აზროვნებას, საქმის სიტყვით მოგვარებასა და მართლმსაჯულების დახვეწას ექცევა ყურადღება. ვისაც ირანის შემოქმედება მოსწონს, მაშინ რაღას იყენებს ინტერნეტს, კომპიუტერს, მანქანას, მაცივარს — ეს ყველაფერი თავისუფალი სამყაროს შექმნილია. ეგ უნდათ, მაგრამ სხვის ცემაზე უარის თქმა — არა? ეგრე არ გამოვა, განვითარება ვერ იქნება შერჩევითი.
nika
01 დეკემბერი 2022 22:54
0
ვერასოდეს ვერ გაცდები. თუ იმის მტკიცება გინდა ცემა არასადროს არ არის საჭირო. მაგას ვერასდროს ვერ დაამტკიცებ. უბრალოდ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს დამიჯერე ყველაფერია საჭირო
bidzia
01 დეკემბერი 2022 22:17
2
ყველა გამოხმაურება
შაჰ აბასის დნმ კომნტარებში,როგო გამოსჭვივის....
სულხანი
01 დეკემბერი 2022 18:10
2
მოკვლა არანაირად ეარ შეიძლებოდა და ესევ და სხვებიც უნდა დაეჭირათ ჯერ მაგრა ეცემათ და მერე ციხეში გაეშვათ ან ქვეყნიდან გაეგდოთ ! თავისი ქვეყნის ცუდს რომ ზეიმობს ის ქვეყანაში გასაჩერებელი არაა @ მთავრობები მიდიან და მოდიან და სამშობლო ერთი აქვს ადამიანს ! თუმცა ლიბერასტებისთვის სიტყვა სამშობლო არაფერს არ ნიშნავს @ ასეთი ლიბერასტები სამწუხაროდ ჩვენც ბევრი გვყავს ჩასაფრებულები რომ არიან ჩვები სპორტსმენების წაგება რომ იზეიმონ @@
zura222
01 დეკემბერი 2022 16:26
22
აგრესიას არ იწვევ ჩემში.. უბრალოდ ცოდო ხარ შენც და შენნაირად მოაზროვნე ბნელი ხალხი.. ოღონდ თქვენი ბრალი არაა.. უბრალოდ ასე ხართ "აღზრდილი." ამისთვის თქვენს გამზრდელებს მოკითხეთ პასუხი. ხო და კიდევ წიგნები იკითხეთ იქნებ კიდევ იყოს თქვენი გადარჩენის შანსი.. ___მართლა გულწრფელად გისურვებთ თქვენ თუ არ გეშველებათ თქვენმა შვილებმა მაინც შეძლონ სიბნელიდან გამოსვლა_____
Zuras
01 დეკემბერი 2022 23:58
0
ლიბერასტებოოოოოო და სოროსის ვირთხებოოო დაშოშმინდიით DD
zura222
01 დეკემბერი 2022 21:15
9
ყველა გამოხმაურება
ვინც საკუთარი ქვეყნის დამარცხებას რომ იზეიმებს, გასალახია. მაგრამ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება, უდიდესი ცოდვაა.
სამართალი
01 დეკემბერი 2022 14:44
10
იცი, რას გეტყვი, მე მინდა იმას ვუგულშემატკივრებ, მინდა – ამას. ვინ მოგცა უფლება, არიგო განაჩენები, საცემია თუ მოსაკლავი?
!!!
01 დეკემბერი 2022 17:41
8

სიახლეები პოპულარული