ირანში მამაკაცი მოკლეს, რომელიც საკუთარი ნაკრების წარუმატებლობას აღნიშნავდა [VIDEO]

AutoSharing Option
ლურჯად შეფერილ სტრიქონებზე დაჭერით ავტომატურად გადახვალთ ტვიტერზე და იხილავთ ვიდეოს.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურმა ჩრდილოეთ ირანში მამაკაცი მაშინ მოკლა, როდესაც ანტისამთავრობო დაჯგუფების წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას ზეიმობდნენ.

აქტივისტების თქმით, მეჰრან სამაკს თავში იმის გამო ესროლეს, რომ მანქანის სიგნალით გარკვეულ რაღაცას აპროტესტებდა, გარკვეულს კი ზეიმობდა...

ზოგადად, ირანელმა გულშემატკივარმა კატარში გასამართ მუნდიალზე დასწრებაზე უარი განაცხადა, მიზეზი ბუნდოვანია - პოლიტიკური თუ მუსულმანური ხედვა... სამთავრობო მედიამ "მტრული ძალები" როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ უსამართლო ზეწოლასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში მას შემდეგ დაადანაშაულა,
რაც ირანი ამერიკასთან 0:1 დამარცხდა.

უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ამბავია, რომ ფეხბურთელებმა ინგლისთან (2:6) გამართული შეხვედრის წინ ჰიმნი არ შეასრულეს, რითაც სოლიდარობა გამოუცხადეს მომიტინგეებს და საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს, თუმცა "სამ ლომთან" ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ მოვიდა უელსთან და აშშ-სთან თამაშის დროც და ფეხბურთელებმა ეროვნული ჰიმნი ორივე მატჩში შეასრულეს. ამას თავისი ახსნაც აქვს, ორიოდე დღის წინ დაიწერა, რომ სპორტსმენებს ირანის რევოლუციის გუშაგთა წევრებმა შეუთვალეს, რომ ოჯახის წევრებს დაუპატიმრებდნენ ან აწამებდნენ; ასევე განუმარტეს, რომ სამშობლოს ჰიმნის გულმხურვალე სიმღერა ისლამური სახელმწიფოს სამუდამო არსებობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.


ირანში არეულობა დაახლოებით 10 კვირის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა, შემდეგ კი "გაურკვეველ ვითარებაში" გარდაიცვალა.

ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, რასაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, მაგალითად, ნორვეგიაში ირანელი მოსახლეობის უფლებების დამცველთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ გამოსვლებს 448 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 60 ბავშვი, 18000-ზე მეტი დააკავეს.

Sportall.Ge



სხვა ვიდეოებში ჩანდა როგორ ზეიმობნდა ხალხი ტეირანსა და დიდ ქალაქებში საკუთარი ქვეყნის მუნდიალიდან გამოთიშვას, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც გარკვეული პერიოდის წინ უსაფრთხოების სამსახური ფიზიკურად უსწორდებოდა საკუთარ ხალხს.

მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საქეზში ჩანს როგორ აღნიშნავს ხალხი საკუთარი ქვეყნის წარუმატებლობას.


ქურთებული უფლება დამცველი ორგანიზაცია "Hengaw" იტყობინება, რომ მარივანში, სანანდაიში, კერმანშაში, საქეზში, ილამსა და ბუკანში 30 ადამიანს ესროლეს, არიან დაჭრილებიც.

თეირანში "იმამ სადიქის" უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და ყვიროდნენ - "სიკვდილი უსინდისოებს". ამ ფრაზით აქტივისტები ცდილობენ ზეწოლა უსაფრთხოების სამსახურის მუშაკებზე მოახდინონ, თავის მხრივ, იმავე გამოთქმით გულშემატკივრები ინგლისთან მატჩშის მსვლელობისასაც გამოირჩეოდნენ.

ირან-ამერიკის (0:1) მატჩის შემდეგ "ალ-თუმამას" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები სიტყვიერად წაეკიდნენ. დანიელმა ჟურნალისტმა, რასმუს ტანტოლდტმა ირანის დროშით ხელში რამდენიმე ადამიანი გადაიღო, რომელსაც მაისურზე ეწერა"ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება". მასთან ერთად მყოფი ქალი დახმარებას ითხოვდა, რომ სტადიონი უსაფრთხოდ დაეტოვებინა, რადგან პირდაპირ აცხადებდა, რომ თავს დაესხნენ, ყველაფერი ჩანს ვიდეოში...

BBC Persian-მა მოგვიანებით ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მამაკაცს აქტივისტს აკავებენ. კატარში ირანელ მაყურებელთა მიმართ არსებულ შემხვევებზე ფეხბურთის მსოფლიოს მმართველმა ორგანომ განაცხადა, რომ განაგრძობს თანამშრომლობას მასპინძელ ქვეყანასთან, რათა უზრუნველყოს შესაბამისი რეგულაციებისა და შეთანხმებული პროტოკოლების სრული შესრულება.

ამავდროულად, ირანის სამთავრობო მედია საკუთარ საფეხბურთო ნაკრებს აქებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოიპოვა პლეი-ოფის საგზური. რა თქმა უნდა, თავისი სათქმელი თქვა ადგილობრივმა ნაციონალურმა გაზეთმა Farhikhtegan-მა: "ჩვენ ვამაყობთ ირანით", ხოლო რევოლუციურ მხარესთან დაახლოებულმა "ჯავანმა" შემდეგი რამ დაწერა: "გუნდმა ნამდვილი თამაში მოიგო, თამაში, რომელიც ხალხის გულს გულისხმობს".

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 20 /
მოკვლა არანაირად ეარ შეიძლებოდა და ესევ და სხვებიც უნდა დაეჭირათ ჯერ მაგრა ეცემათ და მერე ციხეში გაეშვათ ან ქვეყნიდან გაეგდოთ ! თავისი ქვეყნის ცუდს რომ ზეიმობს ის ქვეყანაში გასაჩერებელი არაა @ მთავრობები მიდიან და მოდიან და სამშობლო ერთი აქვს ადამიანს ! თუმცა ლიბერასტებისთვის სიტყვა სამშობლო არაფერს არ ნიშნავს @ ასეთი ლიბერასტები სამწუხაროდ ჩვენც ბევრი გვყავს ჩასაფრებულები რომ არიან ჩვები სპორტსმენების წაგება რომ იზეიმონ @@
zura222
16:26 01-12-2022
22
მკვლელობა მოუღებელია მაგრამ ერთი კაი პანღური კი ეკუთვნოდა. ისე ირანშიც ყოფილან სანაიები.
14

სიახლეები პოპულარული