სასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]

AutoSharing Option
"ფურია როხამ" უფრო ადვილი გზა ხომ არ აირჩია?

მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!

ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.


იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.

პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.


ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)

ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)

მკითხველის კომენტარები / 73 /
ნეტავ მათეუსი ან კლინსმანი რას ფიქრობენ როდესაც გერმანიის ნაკრების წამყვან პოზიციებზე "ჯამალას" და "სერჟიკას" ხედავენ
გიუშა
22:56 06-12-2022
0
კომენტარებს გადავხედე, მოკლედ ფილოსოფოსობა ჩვენი საქმეა რა... დღეს ვნახე სურათი, სადაც ბურთი ეხება ხაზს... მორჩა და დამთავრდა... წესი წესია...
ზვიადი
15:39 02-12-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული