ესპანეთი ცბიერი აღმოჩნდა - რამ მიიყვანა გერმანია აქამდე და რატომ ტოვებს VAR-ი შეკითხვებს...

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ყველაზე დიდ დრამასთან ახლოს ვიყავით, როცა კატარიდან გამგზავრებასთან ახლოს ესპანეთი და გერმანია ერთად დადგნენ, საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დასრულდა, "ბუნდესნაკრებმა" ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეორედ ვერ გადალახა.

მიუნხენის "ბაიერნი" ბოლო წლებში კარგ ფორმაშია. ამ გუნდიდან ნაკრებში არაერთი მოთამაშეა, მათი მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკიც ქვეყნის მთავარ გუნდში მივიდა, თუმცა გერმანელები, რომლებიც 2014 წელს ჩემპიონები გახდნენ, მანამდე კი საპრიზო ადგილებზე გადიოდნენ, ჯგუფში მეორედ ჩარჩნენ.

Sportall.Ge

სანამ ესპანეთთან თამაშს შევეხებით, რომლებიც იაპონიასთან დამარცხდნენ და ფინალამდე უკეთესი გზა ექნებათ, გერმანელებმა საკუთარ თავში ბევრი
რამ უნდა ეძებონ. მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეული იმითაც იყო, რომ ერთმანეთს განსხვავებული სტილის, ხელწერისა და ხასიათის გუნდები ხვდებოდნენ. გერმანიის ნაკრებმა თითქოს მტკიცე ნებისყოფა და ინდივიდუალურობა დაკარგა. არადა, საწყენია, იტალიის შემდეგ ისინიც რომ აღარ იქნებიან - ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელი. არადა, გერმანელების ესპანეთთან დაპირისპირება საინტერესო იყო, კლასიც ჩანდა და შემართებაც. ეს თამაში თითქოს, გარდამტეხი უნდა გამომდგარიყო ფლიკის გუნდისთვის, თუმცა ისინი ადრე ასრულებენ. ჯამალ მუსიალას თამაშის ყურება ერთი სიამოვნება იყო, 19 წლის ფეხბურთელი დიდი მომავლითაა, ახლა კი უკან ბრუნდება.

მენტალობა მენტალობად და ბუნდესგუნდში ნამდვილად აღარაა ის შემადგენლობა, რომელიც თუნდაც უახლოეს წარსულში გვახსოვს. მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირის, მიროსლავ კლოზეს შემდეგ, მაღალი დონის ფორვარდს ვერ ვაწყდებით. ნახევარდაცვა განვიხილოთ - ბალაკი, შვაინშტაიგერი, კროოსი, იოზილი... ზოგადად, ფეხბურთის ფიგურების კრიზისი ძლიერდება, გერმანიის ნაკრებში კი ეს უფრო მეტად გამოჩნდა.

Sportall.Ge

ესპანეთის ნაკრები კი საკმაოდ ცბიერი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრის შედგენიდანვე ეს თემა აქტუალური იყო, რომ ყველაფრის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, მათი და ბრაზილიის გზები საკმაოდ ადრე (მეოთხედფინალში) უნდა გადაკვეთილიყო, მათ შორის საუკეთესო კი არგენტინელებზე გადიოდა. ამას ცუდ ფორმაში მყოფი, თუმცა რთულად დასამარცხებელი ხორვატიაც დაემატა და თითქოს, "ფურია როხამ" თავს უშველა - მაროკო, პორტუგალია, საფრანგეთი ან ინგლისი - სავარაუდო გზა ასეთი აირჩია. ხომ არ დაისჯება ლუის ენრიკეს გუნდი ამ გადაწყვეტილების გამო, ამას ვნახავთ.

გერმანელებმა იგრძნეს, რომ მათი ჯგუფიდან გასვლა რთულდებოდა და ჰქონდათ შანსი, ესპანელები თან გაეყოლებინათ, თუმცა ისინი მაინც იმის იმედად იყვნენ, რომ პარალელურ მატჩში ანგარიში გათანაბრდებოდა, ანაც ბოლომდე "პატიოსნად" ითამაშეს. არადა, ისტორიას გერმანელთა მსგავსი შემთხვევები უფრო ახსოვს, როგორსაც ახლა ესპანელებს მიაწერენ - 1976, 1982 თუ 1986 წლებში. მათი ავსტრიასთან დაპირისპირება გარიგებულთა კატეგორიაში შეჰყავთ.

ესპანეთის ნაკრები გასაგებია, თუმცა იაპონელებს გოლი ძალიან საეჭვო ვითარებაში ჩაუთვალეს. VAR-ის სისტემამ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება აგვარიდა, თუმცა არის საეჭვო ეპიზოდები და ეს არაერთია, როცა მეტად დარწმუნება გვჭირდება, თუმცა ამას ისე არ გვთავაზობენ, როგორც სხვა შემთხვევებში, ან რასაც ვხედავთ, ძალიან ბუნდოვანია. ვიდეოგამეორების სისტემამ ყველა შეკითხვა უნდა მოხსნას, მისი მთავარი არსი სწორედ ესაა.

მსოფლიო ჩემპიონატი კი გრძელდება. ერთი მერვედფინალური წყვილი ისეთია (იაპონია - ხორვატია) მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებს საქმე უნდა გაუადვილოს, თუმცა რამდენად ლოგიკურად დასრულდება მერვედფინალები, საკითხავი ჯერ ეს არის. პლეი-ოფი 3 დეკემბრიდან დაიწყება.

altსასწაული - ესპანეთმა იაპონიასთან წააგო და გერმანია ჯგუფში ჩარჩა! [VIDEO]

alt"მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - მესი დიდი წნეხით მსოფლიო ჩემპიონობისკენ და არგენტინელთა გაკვეთილი

მკითხველის კომენტარები / 34 /
იაპონიას საეჭვო გოლი კი არადა აშკარა, 1000% გადასული ბურთი "ვერ დაინახა" მსაჯმა. კარგი რაა.
გიორგი
05 დეკემბერი 2022 18:05
0
ესპანეთმა ხორვატია აიცილა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მაროკო თავისთავს გადაახტება და გაქსუებულ გრანდებს მიაყენებს თავის ადგილას
უვიცი
03 დეკემბერი 2022 16:04
0
ყველა ესპანეთზე ლაპარაკობს და იაპონია არავის ახსენდება. მათ თავიანთი შრომისმოყვარეობით დაამტკიცეს რომ ფეხბურთშიც მაგრები არიან, როგორც ძიუდოში. საერთოდ ყველაფერში მაგრები არიან იაპონელები.
დავით67
03 დეკემბერი 2022 10:44
4
ეს ფეხბურთია აქ ფიურერები და ვერმახტელები არ გვინდა უბრალოდ ფეხბურთის ყურება გვინდა
გიორგი
03 დეკემბერი 2022 07:02
4
აქ კომენტარებს ვკითხულობ და ვრწმუნდები რომ ჩვენ ევროპაში არაფერი გვესაქმება. რასიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი და ადამიანის ფესვების ჩხრეკა და მათი გარჩევა კანის ფერის თუ სექსუალური პრეფერენციების მიხედვით, სიძულვილის ენა, ყველაფერი ერთადაა აზელილი. თუ ძმები ბოისები, ნავალოვსკი, შკინინი, ოქსანა კალაშნიკოვა ქართველები არიან და ჩვენი დროშის და სახელის დაცვას ჩემი აზრით უდიდესი სიყვარულით ახერხებდნენ, რატომ არაა მამით გერმანელი და დედით სიერალეონელი რიუდიგერი გერმანელი? ან შტუტგარტში დაბადებული და იქ ბავშვობის წლებ გატარებული მუსიალა (ერთი დღე არ უცხოვრია პოლონეთში ან ნიგერიაში საიდანაც მისი მშობლების წარმოშობაა), ან გელზენკირხენში დაბადებული და გაზრდილი გიუნდოგანი, რომელსაც თურქული მხოლოდ გვარი აქვს. ეს ხალხი გერმანიაში იზრდებოდა, აქ ყავდა მათ შორის "ეთნიკურად გერმანელები" მეგობრებად, პირველ შეყვარებულებად (და ზიზღით არ უყურებდნენ, დარწმუნებული ვარ თქვენ შვილებს რომ სკოლაში ფერადკანიანი, არაბი ან ინდური წარმოშობის კლასელი ყავდეს, მასთან მეგობრობას აუკრძალავდით), მათ აქაური მენტალიტეტი აქვთ, ისევე როგორც სამართლიანადაა ჯიქია რუსეთის ნაკრებში, იყო იაშვილი საფრანგეთის რაგბის ნაკრებში. გამოდით ამ სიბნელიდან, ან მინიმუმ არ ილაპარაკოთ. ნუ ახდენთ თავის ლუსტრაციას!
თორნიკე
03 დეკემბერი 2022 01:11
1
რასიზმში არ ჩამითვალოთ- რუმენიგე როცა თამაშობდა,გერმანიის ნაკრებში ფერადკანიანი მოთამაშე არ ჰყავდათ და მთელი გუნდი თავდადებით იბრძოდა გერმანიისათვის.რუმენიგე კი ნამდვილი ფიურერი იყო გუნდში. ეხლა ყველაფერი გაუფასურდა.
status quo
03 დეკემბერი 2022 00:24
5
ტავის თავს დააბრალოს გერმანიამ რაც მოუვიდა, სუსტად და უფერულად ითამაშა, მეორეც გერმანული გაუტეხელი სულიო, სულ 3-4 ეთნიკური გერმანელი თამაშობდა ნაკრებში და დაეტყო კიდეც გუნდს, შეადარეთ 70-80 წწბუნდეს ნაკრებს სულ სხვა განწყობით თამაშობდნენ
ალეკო
02 დეკემბერი 2022 22:03
2
პორტუგალიაც ცბიერი აღმოჩნდა(?)
Niangi
02 დეკემბერი 2022 21:22
0
გერმანიას და გერმანიის გულშემატკივრებს ჰოფენჰაინენ-ჰოფენტნაინენ ჩაგიტარეს :( საწყლები :(
კრუჩოკა
02 დეკემბერი 2022 20:35
0
ბოლო-ბოლო რა გინდათ, გერმანიის გამო ესპანეთი ჩარჩენილიყო ?
ზაქრო
02 დეკემბერი 2022 18:57
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული