"ნამატჩევს ლეოს ვესაუბრე, ვიხუმრეთ და ვუთხარი..." - ლევანდოვსკიმ განმარტა, რაზე ელაპარაკა მესის

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები არგენტინასთან 0:2 დამარცხდა, თუმცა მერვედფინალში მაინც გავიდა.

ნამატჩევს მესიმ და ლევანდოვსკიმ ერთმანეთში ცოტა ისაუბრეს, ამის შესახებ კი პოლონელმა ფორვარდმა თქვა:

"მე და ლეომ ცოტა ვისაუბრეთ და ვიხუმრეთ. ვუთხარი, რომ ჩვეულებისამებრ, დაცვაში ამდენი თამაში არ მიწევს, მაგრამ ზოგჯერ გუნდისთვის ამის გაკეთება შეიძლება. 

დიახ, ეს სიმართლეა, რომ უკან იშვიათად მნახავთ, მაგრამ როცა გუნდს სჭირდება, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო!", - ამბობს ლევანდოვსკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული