უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"მესი მიყვარს, მაგრამ მასთან თამაში ჩემთვის პატივი არაა" - ავსტრალიელი მცველი არგენტინის დასამარცხებლად მზადაა

AutoSharing Option
ავსტრალიელი მცველი მილოს დეგენეკი მესისთან თამაშს საპატიოდ არ თვლის.

"მესის დიდი გულშემატკივარი ვარ, თუმცა მოგებას საკუთარ თავს უფრო ვუსურვებ, ვიდრე მას. ცხადია, "ალბისელესტე" ხვდება, რომ ლეოსთვის ეს ბოლო მუნდიალია და მოტივირებული არიან, რათა გაიმარჯვონ, თუმცა ჩვენც გვაქვს ჩვენი მიზანი.

მესი ყოველთვის მიყვარდა, ვფიქრობ, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის პატივი არ არის, სხვების მსგავსად ისიც კაცია. ჩემთვის პატივი პლეი-ოფში გასვლაა. პატივია წარმოვადგინო ავსტრალია მსოფლიო სარბიელზე და არა ის, ვის ვეთამაშები არგენტინას თუ პოლონეთს".

შეგახსენებთ, მეოთხედფინალის საგზურისთვის არგენტინა და
ავსტრალია ერთმანეთს 2 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით