ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე H ჯგუფიდან პორტუგალიის შემდეგ მერვედფინალში სამხრეთ კორეა გავიდა.

პორტუგალია, რომელმაც წინა ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, სამხრეთ კორეასთან 1:2 წააგო და აზიური გუნდი მერვედფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ გავიდა. სხვთა შორის, კორეელები პორტუგალიას მეორედ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ მოუგეს (ადრე 2002 წელს 1:0). რონალდომ თამაშიდან ისევ ვერ გაიტანა და მესამე შეხვედრაშიც შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში 21 შეხვედრაში 4 გოლია - 2 პენალტით.


ურუგვაი მას შემდეგ, რაც განელმა ა. აიუმ როჩეტს პენალტი ვერ
გაუტანა, დე არასკაეტამ ექვსწუთიან ინტერვალში დუბლით დააწინაურა, ბოლოს სიტუაცია ისე წარიმართა, რომ მესამე გოლის გატანა დასჭირდა, მაგრამ მსაჯმა კავანის წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. საბოლოოდ სამხრეთამერიკელებმა 2:0 მოიგეს, რაც ჯგუფური ბარიერის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ურუგვაი 2006 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა ჯგუფში.


ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 44 097 მაყურებელი
განა - ურუგვაი 0:2
გოლები: 0:1 დე არასკაეტა (26), 0:2 დე არასკაეტა (32)
გამოუყენებელი პენალტი: ა. აიუ (21)

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 443 მაყურებელი
სამხრეთ კორეა - პორტუგალია 2:1
გოლები: 0:1 ორტა (5), 1:1 კიმ ენ გვონი (27), 2:1 ხვან ჩი ჩხანი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 13 /
გულისამრევია მესამე ტურის შეხვედრები, ამას ფეხბურთი არ ქვია უკვე.
ირაკლი
21:29 02-12-2022
9
ვარი როცა მოუწოდებს ნახოს ტვ-ში გამეორება ეს ნიშნავს რომ პენალტი გამოეპარა და აქამდე მე არ მაგონდება პენალტი არ დაენიშნოს მსაჯს. მეორეჯერ აღარ დაუძახეს ეტყობა მსაჯს ურუგვაის 2:0 ზე ანგარიშზე ქონდა დადებული. DDD
G.LA
21:21 02-12-2022
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული