ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე H ჯგუფიდან პორტუგალიის შემდეგ მერვედფინალში სამხრეთ კორეა გავიდა.

პორტუგალია, რომელმაც წინა ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, სამხრეთ კორეასთან 1:2 წააგო და აზიური გუნდი მერვედფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მესამედ გავიდა. სხვთა შორის, კორეელები პორტუგალიას მეორედ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ მოუგეს (ადრე 2002 წელს 1:0). რონალდომ თამაშიდან ისევ ვერ გაიტანა და მესამე შეხვედრაშიც შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში 21 შეხვედრაში 4 გოლია - 2 პენალტით.


ურუგვაი მას შემდეგ, რაც განელმა ა. აიუმ როჩეტს პენალტი ვერ
გაუტანა, დე არასკაეტამ ექვსწუთიან ინტერვალში დუბლით დააწინაურა, ბოლოს სიტუაცია ისე წარიმართა, რომ მესამე გოლის გატანა დასჭირდა, მაგრამ მსაჯმა კავანის წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. საბოლოოდ სამხრეთამერიკელებმა 2:0 მოიგეს, რაც ჯგუფური ბარიერის დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. ურუგვაი 2006 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა ჯგუფში.


ალ ვაკრა. "ალ ჯანუბ სტადიუმი". 44 097 მაყურებელი
განა - ურუგვაი 0:2
გოლები: 0:1 დე არასკაეტა (26), 0:2 დე არასკაეტა (32)
გამოუყენებელი პენალტი: ა. აიუ (21)

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 43 443 მაყურებელი
სამხრეთ კორეა - პორტუგალია 2:1
გოლები: 0:1 ორტა (5), 1:1 კიმ ენ გვონი (27), 2:1 ხვან ჩი ჩხანი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ურუგვაიმ პირველ რიგში თავისი წარუმატებლობა დააბრალოს საკუთარ თავს, რატომ?
1) ურუგვაი - კორეა 0:0;
2) პორტუგალია - ურუგვაი 2:0;
3) განა - ურუგვაი 0:2.
ე.ი. ურუგვაიმ 3 თამაშში დადო დაბალი მაჩვენებელი, კერძოდ ვერ მოუგო სამხრეთ კორეას, დამარცხადა პორტუგალიასთან და მოიგო მხოლოდ განასთან ისიც მხოლოდ 2:0. მოეგო 3:0 და გასული არ იყო, პორტუგალია აქ არაფერ შუაშია. ურუგვაიმ საკუთარი თავი თავად ჩატოვა ჯგუფში და პორტუგალიას ნუ აბრალებთ ურუგვაის წარუმატებლობას.
07
03 დეკემბერი 2022 11:40
0
აბა სად ხართ ის ხალხი, ესპანეთს რომ მკვდარი და ცოცხალი აგინეთ? რატომღაც პორტუგალიას არავინ აგინებს. არადა ესპანეთისთვის იმ წაგებას პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან, მეორე ადგილზე გასვლით თავისთვის უკეთესი ბადე დაიწვა. პორტუგალიას კი პირველი ადგილი ჯიბეში ედო და ამ წაგებით ურუგვაი ჩატოვა ჯგუფში.
ზურა
03 დეკემბერი 2022 09:21
1
ბრაზილიას ეს ლურჯი ფორმა რა ***დ უნდა ვერ გავიგე დღემდე
Rivaldo
02 დეკემბერი 2022 23:20
1
ურუგვაიმ საკუტარ ტავს დააბრალოს მეორე ტაიმის ბოლოსი რო მოინდომეს გოლი გაეტანატ მესამე დაისვენებდნენ.არ ვარგოდა წელს ურუგვაი გადაბერებული ტავდასხმიტ. და ეს დარვინი ვერაა ისეტი ვარსკვლავი კავანი და ლუისი რო იყოო
არა რუსეთს
02 დეკემბერი 2022 22:14
1
პრო@ობის მსოფლიო ჩემპიონატია!!!
რა დააშავა ურუგვაიმ ვისაც პორტუგალია (ჯგუფის ყველაზე ძლიერი გუნდი) მთელი ძალით ეთამაშა, სამხრეთ კორიასთან კიდე ნახევარი ძირითადის შემადგენლობა დაასვენა?!
კი თითქოს ტაქტიკური გამართლება აქვს, მაგრამ მე მაგრად არ მომწონს და
ეს ფეხბურთზე კარგ გავლენას არ ახდენს!!!
პ.ს. რაგბში ესეთ რამეს არ იკადრებენ, მაგრამ ეს სპორტი უფრო მიყვარს და რა ვქნა:(((
ზურა
02 დეკემბერი 2022 21:58
1
პ. ბი ფიფაში ზიან თქვე გოიმებო თქვენ
Bidzia
03 დეკემბერი 2022 01:54
1
აბა რახდება ესპანეთის მაგინებლებო პორტუგალიაზე გინება ხსნილია თუ არა
SS
02 დეკემბერი 2022 21:35
0
Espanetma da Portugaliam iaponia-korea gaabrwyines.argentina msoflio chempioni a!!!
Gia
02 დეკემბერი 2022 21:35
2
გუდბაი ჯეკაა
მურთო
02 დეკემბერი 2022 21:31
3
მორიგი დასაკლავად გასუქებული ინდაური არის ბრაზილიის ნაკრები.
shoperi
02 დეკემბერი 2022 21:29
2
გულისამრევია მესამე ტურის შეხვედრები, ამას ფეხბურთი არ ქვია უკვე.
ირაკლი
02 დეკემბერი 2022 21:29
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული