არგენტინელთა ოცნება ცოცხალია - მესი გაჩერებას არ აპირებს

AutoSharing Option
გუშინ, 3 დეკემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში, არგენტინის ნაკრებმა ავსტრალია 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

"ალბისელესტეს" კაპიტანმა ლიონელ მესიმ კარიერაში მე-1000 საიუბილეო შეხვედრა გატანილი გოლით აღნიშნა. "ჯადოქარმა" არგენტინელთა ქომაგებს იმედები ჩაუსახა, რომ 36 წლიანი მოლოდინი წელს დასრულდება.

არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რა თქმა უნდა, მესი მოედანზე კვლავ მთავარი გმირი იქნება, "ლა პულგა" 3 გატანილი გოლით მუნდიალის ბომბარდირია.

"მოხარული ვარ, რომ მიზნის მისაღწევად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, ავსტრალიელებმა ბევრი იბრძოლეს, ძალიან რთული მატჩი გვქონდა" - აღნიშნა მესიმ, რომელმაც კარიერაში
789-ე გოლი გაიტანა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა BBC One-ის ეთერში ლეოს მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა და მის თამაშს "ღვთიური" უწოდა.

"მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კონკრეტული მოთამაშისგან ასეთი ხარისხის მატჩი არ მინახავს, მისი თამაში "ღვთიური" იყო, აღფრთოვანებული ვარ.

უბრალოდ როგორ ახერხებს ამას? მეტოქეებისთვის მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთურია, მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ფენომენალურია" - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა, დღევანდელი არგენტინის ნაკრები 1986 წლის გუნდს შეადარა, როდესაც "ალბისელესტემ" მარადონას ლიდერობით მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ეს ნაკრები 1986 წლის გუნდს მახსენებს, მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, მოთამაშეები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი. უნდა აღნიშნოს, რომ დიეგო 86-ში კარიერის პიკში იყო, ლეო კი კარიერის დასასრულს უახლოვდება, მესის მხოლოდ ერთი მოთამაშე შემიძლია შევადარო და ეს მარადონაა" - თქვა ლინეკერმა.

მიუხედავად გამარჯვებისა, უკმაყოფილება ვერ დამალა არგენტინის ნაკრების ყოფილმა განაპირა მცველმა პაბლო საბალეტამ, რომელმაც სკალონის გუნდს ერთ ფეხბურთელზე ზედმეტად დამოკიდებული უწოდა.

"არგენტინელთა მხრიდან სახიფათო მომენტს მხოლოდ მესი ქმნის, მასზე ზედმეტად დამოკიდებულები ვართ, შეხვედრის პირველ ნახევარში ცუდად გამოვიყურებოდით, უფრო სწრაფად და მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ" - განაცხადა "სიტის" ყოფილმა მცველმა.

ლეოს მიმართ საქებარი სიტყვები არც ავსტრალიელთა ნაკრების მწვრთნელმა გრემ არნოლდმა დაიშურა.

"ის წარმოუდგენელია, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მის შესაჩერებლად ბევრი ვიმუშავეთ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, არგენტინელები ამაყები უნდა იყვნენ, რომ ასეთი კალიბრის მოთამაშე ჰყავთ".

"იღბლიანი ვარ, რომ მის თამაშს მოედანზე, ცოცხლად ვუყურე, როდესაც ბურთს იღებს მთელი სტადიონი ფეხზე დგება, არ აქვს მნიშვნელობა, მოედნის რომელ მონაკვეთში იმყოფება - "ლა პულგას" მიმართ აღფრთოვანება ვერც პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ალან შირერმა დამალა.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალური შეხვედრა არგენტინის ნაკრებსა და ნიდერლანდებს შორის 9 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით


altარგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]

alt"მესი მიყვარს, მაგრამ მასთან თამაში ჩემთვის პატივი არაა" - ავსტრალიელი მცველი არგენტინის დასამარცხებლად მზადაა





მკითხველის კომენტარები / 11 /
არც ქვილითაია ჩერდება როდის მაგან მოწეწა და ჩინეთამდე ჩასულაო უკვე. იაპონიამდე ჩავა და ვსიო, მეტს ვეღარ წავა, იმის ისქით წყალია და იქ მოტყუებით თუ გააჩერებთ თვარა არც აპირებსო გაჩერებას....
კ ო მ ბ ლ ე\
05 დეკემბერი 2022 01:41
2
"ბღავიხართ" ასე მამაშენს მიმართე სახლში ზრდილობა რო ვერ გასწავლა.
არგენტინა არ არის რო გვინდა ისეთი გუნდი მაგრამ შანსი ნამდვილად ააქვს.
...
05 დეკემბერი 2022 01:05
1
დიმარიას არყოფნა ეტყობოდათ, თუ მომენტები ვერ გამოიყენეს ჰოლანდიასთან გაუჩირდებათ, ყოლანდიას ბოლო თამაშის გარდა ყველა წასაგები ქონდა, საჩემპიონო თამაშს მარტო ბრაზილია თამაშობს. არგენტინას მესი რომ გამოაკლო ძალიან საწყალი გუნდია, ბევრად სუსტი ვიდრე 86-ში.
დათო
04 დეკემბერი 2022 18:36
2
გეთანხმებით,მაგრამ 86-ის ნაკრებს,რომ მარადონა გამოაკლო რა დაგრჩება?გვარები არ ჩამითვალო,მთელი გუნდი მარადონაზე თამაშობდა.ვიტყვი,რომ ორივე უდიდესი ფეხბურთელია,შედარება ძალიან უხერხულია.
ლექსო
04 დეკემბერი 2022 22:04
1
არაფერი გუნდი არაა არგენტინა,ნერვებს დაგაწყვიტავენ,საფრანგეთი გადაახევს ბურთს თავზე თუ შეხვდა..ჯერ ჰოლანდიას გაცდეს!
გუარდიოლა
04 დეკემბერი 2022 16:42
14
სამწუხაროდ, არგენტინა ძალიან ბევრ მომენტს "მაზავს"... ჰოლანდია ამდენს არ აპატიებს. მომენტებს გამოყენება უნდა... სულ ცოტა 90%-ით. ჰოლანდია თითქმის 100%-ით იყენებს. წარმატება არგენტინას!!!
tngh
04 დეკემბერი 2022 16:22
1
და ვის შეხვდა არგენტინა ნორმალურ ნაკრებს, რომ ბღავის სექტა სიხარულისაგან?ვნახოთ ჰოლანდიასთან რას იზამს.მესის რაც სეეხება გენიოსია,მაგრამ არანაკლები გენიოსია მბაპეც.
zaza
04 დეკემბერი 2022 14:57
25
საფრანგეთი ან ბრაზილია. მაგათი მომგები ამ მსოფლიოზე არ მეგულება, თუ სასწაული არ მოხდა. სხვათა შორის ასეთიბსასწაულის მოხდენა მესისაც შეუძლია
ირაკლი
04 დეკემბერი 2022 14:01
1
მესიმაც დაიწყო ტაქტიკური ფიქრები მთელი ჯგუფური ეტაპი დადიოდა და ეხლა აკრიფა
გია
04 დეკემბერი 2022 13:59
0
ჯერ ნორმალური არავინ შეხვედრიათ, არაბებთან წააგეს და პოლონეთი-მექსიკა ერთმანეთზე კოჭლები იყვნენ
დათო
04 დეკემბერი 2022 13:52
6
ჯერ წესიერი გუნდი არ შეხვედრიათ და აქ მუნდიალის ფავორიტად მონათლეს.
საღოლ, ავსტრალია გააგდეს.
საფრანგეთი და ინგლისი ჩანან ყველაზე დაბალანსებულ გუნდებად. პორტუგალიასაც ვიტყოდი, ნორმალური მწვრთნელი რომ ჰყავდეთ.
ციციკორე
04 დეკემბერი 2022 13:13
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული