უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

არ გაიმეოროთ კვარაცხელიასთან დაშვებული შეცდომა - ვის აქვს მუნდიალიდან გრანდებში გადასვლის შანსი?

AutoSharing Option
ბრაზილიელი კაკას ნათქვამი მართლაც დამაფიქრებელი გამოდგა და მიმდინარე მუნდიალზე იმ სტილისა და შესაძლებლობების ბევრი მოთამაშე ნამდვილად არაა, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა. იმ ფონზე, როცა მაქსიმალურად ყველა ქვეყნის ჩემპიონატი აქტიურად შუქდება და სანაკრებო განაცხადებში სრულიად უცნობ ფეხბურთელებს, ფაქტობრივად, ვერ ვაწყდებით, ამის მიუხედავად, ბევრისთვის ეს ტურნირი დიდი შანსია, კლუბი შეიცვალოს. კატარში ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის, თუმცა გარკვეულ მოთამაშეებზე დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია. საფეხბურთო მენეჯერებმა თუ კლუბებმა, რომლებმაც "კვარადონას" შეძენა ვერ გარისკეს და ასეთების შესახებ ვიცით, ახლა ეს შეცდომა უნდა გამოასწორონ.

ზოგიერთი ქვეყნის ნაკრების
წევრისთვის (მაგალითად, საუდის არაბეთი) ევროპული კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა იქნებ ნაკლებად მომხიბვლელიც კი იყოს. ჩვენ წარმოგიდგენთ თითოეული ამპლუიდან ერთ მოთამაშეს, რომლებიც კატარში გამოირჩნენ.

Sportall.Ge

მეკარე

მართალია, უკვე 28 წლისაა, თუმცა ნიდერლანდების ნაკრების კარის დარაჯი ანდრიეს ნოპერტი, რომელმაც ბოლო პერიოდში სწრაფი პროგრესი განიცადა, მშვენივრად გამოიყურება და ის უკეთეს კლუბში გამოსვლას იმსახურებს, ვიდრე "ჰერენვენია". ნოპერტი გაცილებით დაბალი დონის გუნდების წევრი იყო. მიმდინარე სეზონში მისი "ჰერენვენი" მე-13 ადგილს იკავებს, თუმცა ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ცოტა (13) გოლი აქვს გაშვებული, რაც მეკარის დიდი დამსახურებითაცაა.

მცველი

ხორვატიის ნაკრების 20 წლის ცენტრალურ მცველს, რაისკო გვარდიოლს, მშვენიერი პროგრესი აქვს. ზაგრების "დინამოდან" "ლაიპციგში" გადავიდა და გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, თუმცა კატარში ჩატარებული დამაჯერებელი მატჩების შემდეგ მის მიმართ გრანდების ინტერესი უფრო რეალური გახდება. ხორვატიის ნაკრებმა, ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფში ცოტა გოლი (1) გაუშვა, რაშიც გვარდიოლის წვლილი დიდია.

Sportall.Ge

ნახევარმცველი

იაპონური სასწაული ყველას გვაკვირვებს და ამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი "ფრაიბურგის" ფეხბურთელია, რომელიც უფრო მარჯვენა ფლანგიდან ასპარეზობს - რიცუ დოანი. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი სასტარტოში თამაშს არც იწყებს, შეცვლაზე შემოდის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების ძლევას კი საფუძველი ჩაუყარა და ორივე გრანდის კარი აიღო.

მან ევროპული კარიერა საკმაოდ რიხიანად, ნიდერლანდურ "ჰერენვენში" დაიწყო, რასაც პსვ მოჰყვა. შემდეგ დოანი გერმანიაში ვიხილეთ. თუკი "არმინიაში" თავი სათანადოდ ვერ გამოიჩინა, ახლა "ფრაიბურგის" წევრია, მიმდინარე სეზონში 2 გოლისა და ამდენივე საგოლე პასის ავტორია. მისი გუნდი ბუნდესლიგაში მხოლოდ "ბაიერნს" ჩამორჩება, ევროპა ლიგაზე კი პლეი-ოფშია.

ფორვარდი

სამხრეთ კორეის ნაკრები უმოტივაციო პორტუგალიასთან (2:1) გამარჯვებით პლეი-ოფში გავიდა. ამ ნაკრებზე საუბრისას უმრავლესობას "ტოტენჰემის" ნახევარმცველი სონი ახსენდება. ჩვენ "ნაპოლის" მცველი კიმი მოგვწონს, თუმცა 24 წლის ფორვარდი გე-სონ ჩო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მუნდიალზე მას სასტარტოში არ დაუწყია, განის ნაკრებთან კი დუბლი შეასრულა, რაც კორეელებს ძალიან გამოადგათ, რადგან შემდეგ ეტაპზე სწორედ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით გავიდნენ.

Sportall.Ge

ჩო მთელი კარიერის განმავლობაში სამშობლოში თამაშობს, მიმდინარე სეზონის შუაში კი მისი თამაში შეამჩნიეს და ამბიციურ "ჩონბუკში" გადავიდა, რომელმაც ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ვაკო ყაზაიშვილის "ულსანს" 3 ქულით ჩამორჩა. ჩომ "გიმჩეონში" 13 გოლსა და 4 შედეგიან პასს "ჩონბუკში" 8 შეხვედრაში 4 გოლი და 1 "ასისტი" დაამატა.

დაველოდოთ ჯერ ზამთრის და შემდეგ უფრო მეტად ზაფხულის სატრანსფერო სეზონსა და გუნდების გადაწყვეტილებას. მუნდიალი საინტერესო ამ მხრივაც არის.

alt2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის 6 საუკეთესო მატჩი

altესპანეთი ცბიერი აღმოჩნდა - რამ მიიყვანა გერმანია აქამდე და რატომ ტოვებს VAR-ი შეკითხვებს...

alt"ლურჯი სამურაის ზღაპარი" - ქამბექის დიდოსტატები და ისტორიული შედეგისთვის ბრძოლა

ასევე დაგაინტერესებთ