მსოფლიო ჩემპიონობა თუ "ოქროს ბურთი"? - მბაპე თავის არჩევანზე საუბრობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ფორვარდმა კილიან მბაპემ კიდევ ერთხელ მსოფლიო ჩემპიონობასა და "ოქროს ბურთის" მოგებაზე ისაუბრა.

"ოქროს ბურთზე" ოცნება არის თუ არა მოტივაცია მუნდიალზე კარგად თამაშისთვის? - არა. მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოვიგო!

ეს არი ის, რის გამოც კატარში ვიმყოფები, მაგრამ თუ "ოქროს ბურთს" მოვიგებ, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები", - ამბობს მბაპე. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლის ფრანგმა 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მბაპე რეალში რომ გადასულიყო უეჭველი ოქროს ბურთს აიღებდა მომავალ წელს, ახლა კი დიდი ალბათობით ისევ მესი აიღებს მიუხედავად იმისა მოიგებს თუ არა მსოფლიოს
მამუკა
12:02 15-12-2022
0
მიუხედავად მპაბესადმი პატივისცემისა, მან შესაძლოა მეორედ მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი და რა გამოდის, მარადონაზე ძლიერი ან/და თუ მესამედ მოიგო პელეს გაუთანაბრდება? პელეს და მარადონას ტექნიკა იყო მიმზიდველი, მათი სანახაობრივი ფეხბურთი იპყრობდა გულშემატკივრების გულს თითქმის ისე, როგორც მესხის, მეტრეველის, ყიფიანის და ახლა კვარაცხელიას შემთხვევაში და საფრანგეთი ან პსჟ (ზოგადად თანამედროვე ფეხბურთი) როგორ ფეხბურთს თამაშობს? - პტაგმატულს და მხოლოდ შედეგზე გათვლილს. სანახაობრივს თამაშობდა დინამო თბილისი, შემდეგ ბარსელონა და ამჟამად ნაპოლი. ნაკრებებიდან კი ბრაზილია!
ლაშა
16:22 05-12-2022
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული