ო, რა კარგი იყავ სანახავადა - ბრაზილიამ სამხრეთ კორეას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა.

ბრაზილია ზედიზედ მერვედ გავიდა მეოთხედფინალში

ბრაზილია, რომელსაც ტრავმამორჩენილი ნეიმარი დაუბრუნდა, დებიუტში ვინისიუსის გოლით დაწინაურდა. შემდეგ რიშარლისონის მოპოვებული პენალტი ნეიმარმა ორიგინალურად გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. კორეამ შეტევით უპასუხა და ხვან ხი ჩხანის ცხრიანში დარტყმული ბურთი მეკარე ალისონმა მოიგერია. 29-ე წუთზე კი რიშარლისონმა ისეთი საოცარი გოლი გაიტანა, რომ სტაჟიან გულშემატკივრებს ძველი, დიადი ბრაზილიის ნაკრები მოაგონა. ამით როდი დაკმაყოფილდნენ - პაკეტამაც დაამწუხრა აზიელები და წაუცეკვა.

ვერაფერს იტყვი, თამაშიც იციან და თამაშაც

მეორე ტაიმის დასაწყისში სონ
ხინ მინი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა ალისონი. მერე რაფინიას ორჯერ გოლკიპერმა არ გაატანინა. „პენტაკამპეონები“ უკვე დიდი ძალისხმევის გარეშე ირჯებოდნენ, ნება-ნება აგორებდნენ ბურთს, ხოლო კორეელები ძალიან ცდილობდნენ პრესტიჟის გოლის გატანას და თავისი გუნდი ისევ იხსნა ალისონმა, მაგრამ ვერ იხსნა, როდესაც შეცვლაზე შესულმა პაიკ სინ ხომ შორიდან ტიაგო სილვასგან რიკოშეტით დალაშქრა მისი კარი.

- ნეიმარმა ნაკრებში 76-ე გოლი გაიტანა - ბრაზილიის ისტორიაში მხოლოდ 1 გოლით მეტი პელეს აქვს გატანილი. ნეიმ სამ მუნდიალზე გაიტანა.
- ტიაგო სილვამ საგოლე პასი 38 წლისა და 74 დღის ასაკში გააკეთა, რაც ტურნირის რეკორდია.
- ბრაზილიამ ერთ ტაიმში 4 გოლი 1954 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.
- ბრაზილიელთა მწვრთნელმა ტიტემ მუნდიალზე უკვე ოცდაექვსივე ფეხბურთელი ათამაშა.

9 დეკემბერს, მეოთხედფინალში, ბრაზილია ხორვატიას შეხვდება.

დოჰა. "სტადიუმ 974". 43 847 მაყურებელი
ბრაზილია - სამხრეთი კორეა 4:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (7), 2:0 ნეიმარი (13, პენ), 3:0 რიშარლისონი (29), 4:0 პაკეტა (36), 4:1 პაიკ სინ ხო (76)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ისე ამ ფეხბურთის დროს მაინც, რომ არ დაეტაკოთ ერთმანეთს ეს ქოცები და ნაცები არ შეიძლება?! უკვე ეს ერთმანეთის სიძულვილი და ღვარძლი, რომ ავამდყოფობაში გადაგეზარდათ და ასე საკუთარ ქვეყანას და თავსაც, რომ უდიდეს ზიანს აყენებთ, დავიჯერო ვერადა ვერ ხვდებით?!
დავითი
11:15 06-12-2022
1
სიამოვნება იყო.
ანდრი
01:58 06-12-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული