უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"ბოლომდე ვიცეკვებთ და ჩემპიონები გავხდებით" - ბრაზილიელებმა პელეს მხარდაჭერა გამოუცხადეს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში სამხრეთ კორეის დამარცხების (4:1) შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში პელეს მხარდამჭერი ბანერი გაიტანეს, რომელიც საავადმყოფოში კიბოს ებრძვის.

პელემ მატჩს უყურა და ნათესავების მეშვეობით მათ მადლობა გადაუხადა: "ეს შვებისა და ბედნიერების ნაზავია. მათ ჩემი დღევანდელი დღე ბედნიერებით სავსე გახადეს".

ექიმების თქმით, პელეს მდგომარეობა სტაბილური გახდა და თავს უკეთ გრძნობს.

ბრაზილიელთა თავდამსხმელმა ვინისიუსმა კი განაცხადა, რომ თანდათან უმატებენ, ბოლომდე ცეკვის იმედი აქვთ, პელეს გულმხურვალედ ეხვევიან, რომელსაც ახლა ძალები სჭირდება და შეუძლიათ მის გასახარებლად ჩემპიონები გახდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ