"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში სამხრეთ კორეასთან მოგებულ მატჩში (4:1) ყოველი გოლის ცეკვით აღნიშვნა ბრაზილიის ნაკრებს არ მოუწონა "მანჩერსტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა როი კინმა და მას კვერი "ლივერპულის" ექსფეხბურთელმა გრემ საუნესმა დაუკრა. მათ ეს მეტოქის უპატივცემულობად მიიჩნიეს. თუმცა ბრიტანელთა აზრი "სელესაოს" მოთამაშეებს ნაკლებად აღელვებთ.

რაფინია: "ეს იმათი პრობლემაა, ვისაც ეს არ მოსწონს, რადგან ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ".

ლუკას პაკეტა: "ცეკვით ჩვენ გატანილი გოლის სიხარულს გამოვხატავთ. ეს მოწინააღმდეგისადმი უპატივცემულობის გამოხატულება კი არა, არამედ ჩვენი მომენტია, მთელი ბრაზილია ზეიმობს. თუ კინს არ მოსწონს, ვერაფრით დავეხმარები.
ჩვენი გუნდი გოლებით ხარობს. ერთადერთი, რაც მას მართებს, პატივისცემის გამოჩენაა".

ბრაზილიელებს ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი და უფლებადამცველი კრეიგ ფოსტერი გამოექომაგა: "წადი შენი სხვების კულტურისადმი წესების კარნახის სურვილით. ბრაზილია - ეს ზეიმია, ეს მათი თვითმყოფადობის ნაწილია. რა თქმა უნდა, დაე, განაგრძონ თავიანთი ცეკვით ჩვენი გახარება. ამის სრული უფლება აქვთ. მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს.

ახლა საქმე იქამდე მივა, გოლების აღნიშვნას საერთოდ აკრძალავენ, ვინაიდან მეტოქისადმი უპატივცემულობად ჩათვლიან, რამეთუ მათი თავმოყვარეობისა და სიამაყისადმი მიყენებულ დარტყმად მიიჩნევენ".

მკითხველის კომენტარები / 9 /
კინი ნაღდად არაა სამართლიანობის მეტრი, მაგრამ ბრაზილიელებს მეტოქის უპატივცემლობა ზოგადად ახასიათებთ, განსაკუთრებით გოლის გატანის დროს, ამაში ახალი არაფერი არაა, გატანილი გოლის შემდეგ ცეკვა იქნება თუ ცარიელ კარში გოლზე დამატება და ბადის ე.წ. გახევა, ზუსტად ამიტომ არა ვარ მათი გულშემატკივარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრაზილიური ფეხბურთი არ მიყვარს, მაშინ ან იდიოტი უნდა იყო ან ფეხბურთი არ უნდა გიყვარდეს, უბრალოდ პატივს არ ვცემ მათ, თავიანთი ქცევის გამო. თვითონ პატარა ბავშვებივით რომ ტიროდნენ 1-7-ის მერე, ხომ ყოფილა მწარე დიდი ანგარიშით წაგება, ასევე სხვისთვისაც მწარეა წაგება და ეს უნდა ახსოვდეს ყველას.
08 დეკემბერი 2022 16:08
5
ცეკვა სანახავადაც სასიამოვნო იყო და არც არავის შეურაცხყოფდა, ეს იყო ზეიმის განცდის შექმნა და კინის ეს გამოხტომა სრულიად გაუგებარია. ტიპს ნევროზი აქვს აშკარად
gogi
08 დეკემბერი 2022 15:03
2
წესით, ფახბურთის დროს ფეხბურთი უნდა ითამაშო და ცეკვის დროს იცეკვო, მაგრამ თუ თავისუფალი ადამიანი ხარ და თანაც ნიჭიერი, მაშინ ცეკვაც თამაშის ნაწილად გადიქცევა.
ჰაჰა
08 დეკემბერი 2022 10:09
1
როი თუ ასეთი სამართლიანი ხარ საქართველოს რო უსამართლოდ მოუგეეთ მაშინ ამოგეღო ხმა.
კახა
08 დეკემბერი 2022 00:49
1
გულღრძო სულელია, სრულიად უკულტურო და აგრესიული უწიგნური, სახეზე ეტყობა რომ მაგრად უჭირს, პარანოიკის გამომეტყველებით რას ბოდავს აზრზე არაა
nika
08 დეკემბერი 2022 00:30
2
ბრიტანელი ლუზერები აყიყინდნენ,მბამპე რო გაგთხრით 3 ბურთს და იზეიმებს,მერე იყიყინეთ თქვე ლუზერებო
ნიკო
08 დეკემბერი 2022 00:07
6
ვერ არის ეს კარგად. მაგრა აქვს გაჭედილი თუ ცეკვაში დაცინვა დაინახა. რა ვიცი მე კიდე მაგრად მომეწონა ტიტემაც რომ წაუცეკვა კიდევ. ფეხბურთის ზეიმად გადაქცევა ბრაზილიელებს შეუძლიათ.
G.LA
07 დეკემბერი 2022 22:22
2
წადი შენი სხვების კულტურისადმი წესების კარნახის სურვილით
მთელი ბრაზილია
07 დეკემბერი 2022 21:07
0
გაუკვირდათ ადამიანისგან რომელიც მთელი მისი კარიერა ანტი ფეხბურთის თამაში იყო კარგ მოთამაშეების ფეხის მოტეხვა
beqa
07 დეკემბერი 2022 20:51
1

სიახლეები პოპულარული