მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

ამ მატჩის წინ აფრიკული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკიმიმ თქვა, რომ ესპანეთს მათი შიში უნდა ჰქონოდა და ისტორიაში შესვლა და არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლა სურს. მაროკოს ჩინებულად დაკომპლექტებულმა გუნდმა ჯგუფი მოიგო და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან.

მოლოდინისამებრ, უპირატესობას ფავორიტად მიჩნეული „ფურია როხა“ ფლობდა. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, მეტოქეს სამოქმედოდ სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ყველაზე კარგი შანსი პირველი ტაიმის
დასასრულს მაროკოელ აგერდს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

მეორე ტაიმში ესპანეთი ბევრს და უშედეგოდ უტევდა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ასენსიოსა და გავის ნაცვლად შეცვლაზე მორატა და სოლერი, ხოლო შემდეგ ფერან ტორესის მაგივრად ვილიამსი შეუშვა. თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და ცოტა არ იყოს, ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ბოლოს მაროკოელთა მეკარე ბონომ თავისი გუნდი გადაარჩინა, 0:0 და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა-ტაიმშიც აფრიკელები დაცვაში იდგნენ და კონტრიერიშისას პირისპირ გასულ ჩედირას გატანა მეკარე უნაი სიმონმა არ დაანება. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ესპანელმა სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა. მაროკომ გაუძლო, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, საბოლოოდ გაიმარჯვა (ბონომ ბუსკეტსსა და სოლერს არ გაატანინა, სარაბიამ კი ბურთი ძელს გაარტყა) და მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში მაროკო პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 44 667 მაყურებელი
მაროკო - ესპანეთი 0:0 (პენ 3:0)

მკითხველის კომენტარები / 31 /
მგონი დროა,იმათ,ვინც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები,მიწაში ჩაფალით,ბოდიში მოუხადოთ,გადამეტებული კრიტიკისათვის.ბოდიშის მოხდა არავისთვისაა სასიამოვნო,მაგრამ როცა რეიტინგის 22 ნომერთან 75 აგებს,თანაც განახევრებული შემადგენლობით და შენ მიწასთან ასწორებ,ან არაობიექტური გამოდიხარ,ან კიდევ უცოდინარი.შეცდომის გაცნობიერების შემდეგ,მობოდიშება,ადამიანის ღირსებაზე მეტყველებს და არაფერია სამარცხვინო.
სოსო
07 დეკემბერი 2022 19:34
0
მიუხედავათ იმისა რომ ყოველთვის ვგულშემატკივრობ ესპანეთს ღირსები იყვნენ... 1)იმიტომ რომ იაპონიასთან როგორც მოიქცნენ ვითომ იოლ მეტოქეზე გასვლისთვის რა გააკეთეს, ღირსება არ უნდა დაკარგო და თუ ჩემპიონობა გინდა არცერთი მეტოქის არ უნდა გეშინოდეს და 2) ლუის ენრიკე არაა სანაკრებო მწვრთნელი იმიტომ რომ აშკარად კლუბშია ჩარჩენილი და იქაურ ქიშპობას აგრძელებს, ჯერ რეალის ფეხბურთელებს იშვიათად იძახებს ისიც 1-2 ს მაქსიმუმ და ბარსას ფეხბურთელებით ავსებს ( არაფერს ვერჩი ბარსას, პირიქითაც რომ ყოფილიყო იგივეს ვიტყოდი რაც ფაქტია) და ძირითადსაც სულ ბარსელონას აყენებს.. ხო აშკარაა ყველაფერი და პლიუს დე ხეა... ვითომ რაღაც იპროფესორა და განსაკუთრებულობა მოინდომა.... რცა მწრთნელი ნაკრებში მიკერზოებულია და კლუბური ქიშპი გადმოაქვს ის სანაკრებო კაცი ვერასოდეს იქნება და ვერც მწვრთნელი
pirlo
07 დეკემბერი 2022 12:25
0
რაც ამათმა იაპონიასთნ გააკეთეს, შემძულდა ეს ნაკრები სამუდამოდ. ყველაზე მეტად იმაზე ვბრაზდები, რომ მაყურებელი, ანუ ის ხალხი, ვის ხარჯზეც ეგენი მილიონრები არიან, იდიოტები ჰგონიათ და სულ ფეხზე კიდიათ.
07 დეკემბერი 2022 11:21
2
ესპანეთს დამატებით დროში მშვენიერი შანსი ჰქონდა და ვერ გამოიყენა. ამ თამაშს თავიდანვე ეტყობოდა, რომ ერთი გოლი გადაწყვეტდა საქმეს და ორივე ფრთხილობდა, განსაკუთრებით მაროკო. ბურთის გორაობა რომ თამაშს ვერ იგებს, აქაც გამოჩნდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ესპანელების მიერ ცუდად შესრულებული პენალტები იყო. თუ მომავალი მსოფლიო იმ ფორმატით ჩატარდა, როგორც გააჟღერეს, გუნდებს ჯგუფურ ეტაპზე პენალტების შესრულება ძალიან ხშირად მოუწევთ, ისიც დამატებეითი დროის გარეშე. არა მგონია მაროკო პორტუგალიას გასცდეს, მაგრამ გამორიცხული არაფერია
:)))))))))))
07 დეკემბერი 2022 10:58
0
ესპანეთმა ასევე უსახურად ითამაშა წინა მსოფლიოზე, რუსეთთან და მაშინაც პენალტებით გავარდა.
დიმა
07 დეკემბერი 2022 07:41
0
კომენტარებს გადავხედე და რამოდენიმე ადამიანი რომლებიც სავარაუდოთ 10 ვერ აკენწლავენ ლუის ენრიკეს ჭკუას ასწავლის. დ: ისე ენრიკე სავარაუდოთ გადადგება და გააგზავნეთ თქვენი სივები არ გინდათ?დ: დ:
baba
06 დეკემბერი 2022 23:58
7
ეს ჭკვიანური გათვლები, კარგი ბადის არჩევა და ესეთი მაიმუნობები მუდამ ესე მთავრდება, საერთოდ ჯგუფიდან არ უნდა გასულიყვნენ!
მსოფლიო ჩემპიონატია რა, გადი ყველა თამაში და ითამაშე ზედმეტობების გარდა, ეჰჰ ჯიგარი აღარ არის.
ყველაზე ძლიერ ალბათ ბრაზილია და საფრანგეთია, მაგრამ ყველაზე მონდომებული არგენტინააა, ამიტომ არგენტინას უსურვებ გამარჯვებას, სულ რომ ცუდად ითამაშონ, თავს მაინც არ ზოგავენ!!!
ზურა
06 დეკემბერი 2022 23:58
5
ყოჩაღ მაროკოს. თან ჯერ გოლი ვერავინ გაუტანა. ის ერთი გოლიც თვითონ გაიტანეს საკუთარ კარში. პორტუგალიასაც გაუჭირდება მათთან. პორტუგალია შვეიცარიას დაამხობს
დავით67
06 დეკემბერი 2022 23:31
0
ჩვენთან თამაშის შემდეგ ვინც ვერ დაინახეთ რა მაგარი გუნდი იყო და არის მაროკო, გირჩევთ ფეხბურთს უფრო დაკვირვებით უყუროთ! ფეხბურთში ფეხბურთელის აღნაგობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს! მაროკოელ ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ სპორტსმენები არიან. თან რა სპორცმენები, ნამდვილი რექტიული ძრავი უდგათ! წინ მაროკო, წინ კასაბლანკა აფრიკის უმშვენიერესო კასაბლანკავ, მოროკეშო! ყოჩაღ! გილოცცავთ!
aburjga
06 დეკემბერი 2022 23:24
5
Marokostan ro wavaget bevr a iglicina. Chven ubralod vasparinget da sheushvit mglebshi da shedegic dades. Ase ro kai fexit gaushvit msoflioze. Espanets kide Tbilisi Dan uqulod gaushvebt.
Gia
06 დეკემბერი 2022 22:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული