6:1. პორტუგალია რონალდოს გარეშე უკეთესია - მისმა შემცვლელმა გუნდს ჰეთ-თრიკით და საგოლე პასით დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარია 6:1 დაამარცხა.

2008 წლის შემდეგ რონალდო პირველად ვერ მოხვდა პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. მწვრთნელმა სანტუშმა განაცხადა, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული სამხრეთ კორეასთან მატჩისას მომხდარ ფაქტთან და მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება გახლდათ. ერთი სიტყვით, კლუბის შემდეგ კრიშტიანოს პრობლემები ეროვნულ გუნდშიც შეექმნა - გაუბედეს და სასტარტოში არ დააყენეს.

ლუზიტანებმა თავიანთი ლიდერის არყოფნა არც შეიმჩნიეს. ჯერ რონალდოს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა „ბენფიკას“ 21 წლის თავდამსხმელმა რამუშმა მახვილი კუთხიდან დალაშქრა ზომერის კარი, შემდეგ კი ვეტერანმა პეპემ თავურით გაიტანა და
პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში რამუშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, საგოლე პასიც გააკეთა და საბოლოოდ პორტუგალიამ 6:1 გაიმარჯვა (ულამაზესი გოლი ლეაომაც გაიტანა). რონალდო შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა, გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

10 დეკემბერს, მეოთხედფინალში, პორტუგალია მაროკოს დაუპირისპირდება.

- პორტუგალია მესამედ გავიდა მეოთხედფინალში და პირველად გაიტანა პლეი-ოფში 6 გოლი.
- რამუში მიმდინარე ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკის ავტორია.
- პეპე მუნდიალების პლეი-ოფების ისტორიაში გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა - 39 წლის და 9 თვის.

ლუსაილი. "აიკონიკი". 83 720 მაყურებელი

პორტუგალია - შვეიცარია 6:1
გოლები: 1:0 რამუში (17), 2:0 პეპე (33), 3:0 რამუში (51), 4:0 გერეირუ (56), 4:1 აკანჯი (58), 5:1 რამუში, 6:1 ლეაო (90+2)

მკითხველის კომენტარები / 21 /
ესპანთს რო ჰეთრიკი გაუკეთა ის რატო დაივიწყა ხალხმა. რა ქნას კაცს ინდა თამაში ✌️❤️
ვანო
09 დეკემბერი 2022 17:52
0
გერმანულ საიტზეც არიან შენნაირი ბინძური კაცები რომლებიც ცდილობენ სახელი გაუტეხონ კაცს რომელმაც იმდენი ბურთი გაიტანა ნაკრებში, იმდენჯერ გაახარა პორტუგალიელი ხალხი,რომ ამ რეკორდს 21 საუკუნეში ვერავინ მოხსნის.რა დაგრჩენიათ იჯდეთ ტალახში და ისროლოთ.
ვა რა დონეა
07 დეკემბერი 2022 12:47
2
რონალდომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ კაცია,ნამდვილი პატრიოტია და გუნდს როგორც დაჭირდა ისე მოიქცა.თან გამოჩნდა როგორ პატივს სცემენ თანაგუნდელები და ცდილობდნენ ბურთი რომ გაეტანა.
ასეა ეს
07 დეკემბერი 2022 11:39
8
პორტუგალიამ და ბრაზილიამ ყველას დაანახა რომ ფეხბურთის სილამაზე წინსვლაშია და არა მოსაბეზრებელ ტიკიტაკში რომელიც გვარდიოლამ ჯერ ბარსელონა ათამაშა და ახლა ამ არაკაცმა ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები.
თემო
07 დეკემბერი 2022 11:23
5
რა ფუფუნება რონალდუ, რო გიზის სკამზე.. ამ ამ შვეიცარიას მის გარეშეც მოუგეს, მაგრამ რონალდო დარწმუნებული ვარ იტყვის თავის სიტყვას..
გოგა
07 დეკემბერი 2022 10:49
4
როცა პორტუგალიას რონალდოს გარეშე მოუწია თამაში, აშკარად უფრო შედეგიანი აღმოჩნდა. მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს, მთავარია სტაბილური შემადგენლობა შეირჩეს და შედეგიც იქნება. ერთი ეგაა, საზომად შვეიცარია ვერ გამოდგება იმიტომ, რომ ეს იყო მათი მაქსიმუმი - მოულოდნელად ვინმეს ყელში უნდა გაეჩხიროს და ჯგუფიდან გავიდეს, იმის იქით ვერა. ახლა ძალიან საინტერესოა მაროკო-პორტუგალიის დაპირისპირება, მაგრამ შვეიცარიის არ იყოს, არა მგონია მაროკო პორტუგალიას გასცდეს, მაგრამ გამორიცხული არაფერია
:)))))))))))
07 დეკემბერი 2022 10:47
14
მეგონა კულტი და ბრმად თაყვანისცემა მხოლოდ პოლიტიკაში მოსულა მეთქი და ეხლა ცხადია ხდება რომ სპორტი და პოლიტიკა განუყრელია
საბა
07 დეკემბერი 2022 10:22
1
ეს რამუში თითქოს მაგარი კი სჩანს, მაგრამ კვარა სულ სხვა დონეა....
kote
07 დეკემბერი 2022 10:10
2
სად იშოვეთ ასეთი "უმაღლესი ხარისხის" ვიდეო?? 70-იანი წლების ფეხბურთის კადრებს მოგაგონებს
სოსო
07 დეკემბერი 2022 09:49
1
გერმანულ საიტზე იდო სურათი, გუნდთან და გულშემატკივართან ერთად რომ არ ზეიმობს გამარჯვებას და მატჩის შემდეგ მარტო მიდის გასახდელში. ძალიან ბოღმაა ტიპი
ეგოისტი
07 დეკემბერი 2022 09:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული