უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ლეო მესისა და ბრაზილიის ნაკრებზე "დეილი მეილთან" ისაუბრა:

"მე ბრაზილია ვნახე. უბრალოდ, კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდია. მათზე აღფრთოვანებულ სტატიებს ვკითხულობ, ნიდერლანდური მედია წერს, რომ ბრწყინვალეა. თუმცა ისინი მეტოქეს მხოლოდ კონტრიერიშებზე  იჭერენ და ასე ამარცხებენ. სამხრეთი კორეა მეტს უტევდა და 1:4 წააგო.

მესი სინამდვილეში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია, ყველაზე მეტი შანსის შემქმნელი და ასევე დამაგვირგვინებელი, მაგრამ სხვა მხრივ, როდესაც მეტოქე ბურთს ფლობს, მათ წინააღმდეგ არ თამაშობს, ბურთის ართმევას არ ცდილობს. აი, ეს იქნება ჩვენი შანსი. მას შეუძლია
მათი სუსტი რგოლი გახდეს. შევაჩერებთ მესის? პარასკევს ნახავთ.

მათთან ძველი ანგარიშები გვაქვს გასაწორებელი (2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალში პენალტების სერიაში დამარცხდნენ). ამაზე არ მინდა ვიფიქრო, რადგან მაშინ მეგონა, მოგებას შევძლებდით. მხოლოდ მსურს გულშემატკივრებს მოვუწოდო, სახლებიდან მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ ვიგრძნობთ ამ მხარდაჭერას და ეს ძალიან დაგვეხმარება".

altემოციური ვიდეო - მესის გოლზე საკუთარი ოჯახის რეაქცია აჩვენეს [VIDEO]

altმესის გოლზე აეროპორტში გაგიჟდნენ [VIDEO]

alt"ჩვენი გუნდის 99,9%-ია" - ემილიანო მარტინესი ლიონელ მესიზე საუბრობს

altარგენტინელთა ოცნება ცოცხალია - მესი გაჩერებას არ აპირებს

altარგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]

altამერიკელთა ზღაპრული გოლი - ნიდერლანდებმა აშშ დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]