უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

მაროკოს გულშემატკივრებმა გამარჯვების შემდეგ მსოფლიო "თავდაყირა დააყენეს" [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ, 6 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში, მაროკოს ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 10 დეკემბერს პორტუგალიას დაუპირისპირდება.


მატჩის შემდეგ მაროკოს ფანები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვების აღსანიშნავად ქუჩებში გამოვიდნენ, რის გამოც ადგილობრივ პოლიციელებს მკაცრი ზომების მიღება მოუწიათ. კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებმა ფანების დასაშოშმინებლად სპეცდანიშნულების სამსახური გამოიყენეს.

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მაროკოს გულშემატკივრები ისროდნენ მაშხალებს, კეტავდნენ ქუჩებს, პოლიციას საკუთარი სამუშაოს შესრულების უფლებას არ აძლევდნენ, ძვრებოდნენ
ადგილობრივი ტრანსპორტის სახურავზე.

Sportall.Ge

დიდი არეულობა იყო ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში - ბილბაოში, მურსიაში, გრანადაში, კარტახენაში, ბარსელონასა და მადრიდში. Daily mail-ის ინფორმაციით, სამართალდამცველმა ორგანომ რამდენიმე ქომაგი დააკავა. 

Sportall.Ge

პარიზში, მარსელში, ტურინში, ბრიუსელსა და დოჰაში გულშემატკივრების დასაშლელად ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რადიკალურ ზომებს მიმართეს.


შედარებით მშვიდი სიტუაცია იყო ლონდონში. ქომაგები საკუთარი ქვეყნის წარმატებას მეტროს ჩასასვლელებსა და გამარჯვების მემორიალთან აღნიშნავდნენ.

altკატარი 2022. ყველა მეოთხედფინალური წყვილი და მატჩების განრიგი