"სამწუხაროა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი..." - ჯორჯინა როდრიგესი რონალდოს სათადარიგოთა შორის დატოვებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარიის ნაკრები 6:1 გაანადგურა. მოულოდნელად, სათადარიგოთა შორის გახლდათ კრიშტიანო რონალდო, რომლის ჩამნაცვლებელმა გონსალო რამოსმა ჰეთ-თრიქი და შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კრიშტიანო შეხვედრაში მხოლოდ 74-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 5:1 გახლდათ. მატჩის დასრულების შემდეგ ამ ამბავს სოციალურ ქსელში რონალდოს მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი გამოეხმაურა:

"სამწუხაროა, რომ 90 წუთის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თამაშით ვერ დავტკბი. ფანები არ წყვეტენ შენი სახელის სკანდირებას!

იმედი მაქვს, ღმერთი და თქვენი ძვირფასი მეგობარი ფერნანდო სანტუში კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ რონალდოს თამაშისგან
მიღებული ემოციები კიდევ ერთხელ განვიცადოთ", - დაწერა ჯორჯინამ სოციალურ ქსელში.

alt6:1. პორტუგალია რონალდოს გარეშე უკეთესია - მისმა შემცვლელმა გუნდს ჰეთ-თრიკით და საგოლე პასით დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
საოცრად ლამაზი გოგოა ჯორჯინა
:)))))))))))
08 დეკემბერი 2022 12:01
1
ტყუილად კი არაა ნათქვამი,სიყვარული ბრმააო....
მერაბი
08 დეკემბერი 2022 09:48
3
გელა ნუგზარაშვილზე არაფერს არ წერთ ვიღაცა რონალდოზე იჭაჭებით..
გენა
08 დეკემბერი 2022 08:08
3
ანუ ამის ლოგიკით პელე ბრაზილიის ძირითადში უნდა იყოს?! ისე გერმანელები იმიტომ გავარდნენ რომ ბეკენბაუერი არ გამოიძახეს ნაკრებში
საქართველო
08 დეკემბერი 2022 05:07
0
ესე იგი ქალი აგიჟებს ამას. არადა საერთოდ არაა აუცილებლობა, რომ ამ ასაკში ამ პოზიციაზე მოთამაშე აუცილებლად ძირითადში იყოს.
nika
08 დეკემბერი 2022 04:08
2
2016 ევროპა ვინ მოიგო იქნებ შემახსენოთ?
მაროკო
07 დეკემბერი 2022 22:53
2
2016 ექვსი წლის წინ იყო. თანაც, ფინალი მაგის გარეშე მოიგო პორტუგალიამ. შენი ლოგიკით 2026 წელსაც ძირითადში უნდა იდგეს?
ზურა
12 დეკემბერი 2022 02:59
0
ვინ მოიგო და ტოტო კუტუნიომ (ტოტალიზატორმა):):):):):)
არ გახსოვს?!
5 ფრე მე ვითამაშე?!
ნიკო
08 დეკემბერი 2022 02:15
6
საუკეთესო ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის ფლეიოფებში სკამს არ ათბობენ. ეგ არასდროს ყოფილა საუკეთესო და ვერც იქნება , ყოველთვის მდევარი და იმიტატორი იყო ერთი კაცის, რომლის სახელსა და გვარსარ დავასახელებ. ასე რომ , შეიტყაპუნონ ეხლა მაგან და მაგისმა "მეგობარმა" და გაჩერდნენ , კიდევ უფრო ნუ გაიპაზორებს თავს.
ბექა
07 დეკემბერი 2022 21:42
21
რონალდუმ პირველ თამაშში პენალტი გააკეთა და გაიტანა მეორეში ფერნანდეშს გოლი გაატანინა ,შვეიცარიასთან ტრენერმა მასთან შეთანხმებით ძირითადში სხვა დააყენა.რა გინდათ.რეებს უგონებთ.ვერ ხედავთ გუნდში როგორ პატივს სცემენ.ქალებივით ჭორაობთ.ცოლმა ესა თქვა,მესის ბავშვმა რეზინი ისროლა.ფეხბურთს იმიტომ უყურებთ სიბინძურეები წეროთ.
ვა რა დონეა
07 დეკემბერი 2022 21:26
5
მეგობარი კი არა. გადაბმული ტრუსიკის ძმაკაცები არიან.))))
მეგობრობა გზად და ხიდად
07 დეკემბერი 2022 21:02
1
რონალდო მეტისმეტი სურვილისაგან,გარემოს საღად ვერ აფასებს.როცა თამაშგარედან გოლი გაიტანა,თავისუფლად შეეძლო,თამაშგარეში არ შევარდნილიყო და ისე შეჰყოლოდა პასს,მაგრამ ბურთის გარდა აღარაფერს უყურებდა.ზოგჯერ მეტისმეტი აზარტი,უარყოფითად მოქმედებს და ბორკავს,ადამიანს.ეგ რომ გაეტანა,გაიხსნებოდა და შეიძლება მეორეც მიეყოლებინა.იმედი მაქვს,მაინც გაიტანს კიდევ ერთ გოლს.მგონია,რომ მომდევნო,გადამწყვეტ თამაშებში,მისი გამოცდილება,გუნდს დასჭირდება და გამოადგება.
სოსო
07 დეკემბერი 2022 19:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული