მორიგი სკანდალი? რონალდომ სათადარიგო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშზე უარი თქვა

AutoSharing Option
გუშინ, 6 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, პორტუგალიის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად, კრიშტიანო სათადარიგოებს შორის მოხვდა, მომხდარმა კი დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კამერებმა დააფიქსირეს, რომ რონალდომ პორტუგალიელთა პირველი გატანილი გოლი არ აღნიშნა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, შვეიცარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მეორე დღეს, ფერნანდო სანტოშმა ის ფეხბურთელები ავარჯიშა, რომლებიც გუშინ სათადარიგოთა სკამზე მოხვდნენ. წყაროს ცნობით, ამ ვარჯიშზე 5-გზის "ოქროს ბურთის" მფლობელი არ იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ რონალდო თავს კარგად გრძნობს და ტრავმა არ აწუხებს. რატომ არ
იღებდა მონაწილეობას "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესში, ჯერჯერობით გაურკვეველია.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt6:1. პორტუგალია რონალდოს გარეშე უკეთესია - მისმა შემცვლელმა გუნდს ჰეთ-თრიკით და საგოლე პასით დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

altკრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთიდან ზღაპრული შეთავაზება მიიღო

altOVERTIME #3. ვინ იყო კრიშტიანო რონალდოს მამა, რომელიც შვილის წარმატებას ვერ მოესწრო


მკითხველის კომენტარები / 1 /
ამპარტავანი და ბოღმა ფეხბურთელია.პირიქით არ უნდა გიხაროდეს თუ ვინმე წარმატებულია და ნიჭიერია.
მთიელი
08:16 09-12-2022
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული